სამუშაო შეხვედრა

13 ოქტომბერი, 2018
ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში გაიმართა სამუშაო შეხვედრა - მთავრობის ოპტიმიზაცია და სამინისტროთა გაერთიანება: საჯარო ფინანსების მართვისა და აუდიტის პროცესის გამოწვევები. აღნიშნული შეხვედრა მიმდინარეობდა აკადემიისა და საჯარო აუდიტის ინსტიტუტთან ერთად შემუშავებული სასწავლო კურსის - "საჯარო ფინანსების მართვა" ფარგლებში. სამუშაო შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპების ხელმძღვანელი პირები, რომლებსაც მიესალმნენ აკადემიის წარმომადგენლები და საჯარო აუდიტის ინსტიტუტის დირექტორი დავით აზმაიფარაშვილი. სამუშაო შეხვედრას უძღვებოდა ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების ექსპერტი ვახტანგ კეჟერაძე.