სამუშაო შეხვედრები მე-IV კატეგორიის საწარმოების წარმომადგენლებთან

01 აგვისტო, 2019
ფინანსთა სამინისტროს აკადემიამ ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშგების და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურთან ერთად, ქ. ქუთაისსა და ქ. ზუგდიდში გამართა საინფორმაციო ხასიათის სამუშაო შეხვედრები მე-IV კატეგორიის საწარმოების წარმომადგენლებთან.

შეხვედრების მიზანი, IV კატეგორიის საწარმოების ფინანსური ანგარიშგების ახალი სტანდარტის ძირითადი პრინციპების, საკანონმდებლო მოთხოვნების და ანგარიშგების წარდგენის განახლებული სისტემის შესახებ ინფორმაციის გაზიარება იყო.

ღონისძიებას ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშგების და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, აკადემიის ტრენერი ლაშა ღვინიანიძე უძღვებოდა.