სამუშაო შეხვედრები მეწარმე ქალებთან

08 ოქტომბერი, 2018
ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში ჩატარდა სამუშაო შეხვედრები მეწარმე ქალებთან, რომელიც ხორციელდება G4G-ის (მმართველობა განვითარებისთვის) პროექტის ხელშეწყობითა და „მეწარმე ქალთა საბჭო საქართველოში“ თანამშრომლობით. აღნიშნული პროექტი უკვე მესამე წელია მიმდინარეობს და მისი მიზანია, მცირე და საშუალო ბიზნესში დასაქმებული ქალების ხელშეწყობა და ეკონომიკური გაძლიერება. სამუშაო შეხვედრები ხელს შეუწყობს მეწარმე ქალბატონების სამუშაო პროცესის წარმართვას, რომელიც დაეხმარება მათ წარმატებულად და ეფექურად მართონ თავიანთი საქმიანობა, რათა მიაღწიონ სასურველ შედეგს.