სამუშაო შეხვედრები თემაზე: „IPSAS და ცვლილებები ბუღალტრულ აღრიცხვაში“

16 იანვარი, 2020
როგორც მოგეხსნებათ, სახელმწიფო ფინანსების მართვისა და საჯარო სექტორში აღრიცხვის რეფორმის ფარგლებში განხორციელებული ცვლილებების შედეგად,  დაინერგა საჯარო სექტორის ბუღატრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები (IPSAS).  
შედეგად, გაუქმდა  საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის მარეგულირებელი ინსტრუქცია და ბუღალტრული ანგარიშთა გეგმა. 

შესაბამისად, ფინანსთა სამინისტროს აკადემია სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციების  ფინანსისტებსა და ბუღალტრებს, რომლებსაც აქვთ ბუღალტრული აღრიცხვის, საბიუჯეტო კლასიფიკაციით გადახდების წარმოებისა და სახაზინო პროცედურების  ცოდნა, სთავაზობს უსასყიდლო სამუშაო შეხვედრებს თბილისსა და ბათუმში თემაზე: „IPSAS  და ცვლილებები ბუღალტრულ აღრიცხვაში“.

სამუშაო შეხვედრები ტარდება ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში
ქ. ბათუმში 24 იანვარს (17:00სთ)
ქ. თბილისში 28,29,30,31 იანვარს (10:00სთ)
.
სამუშაო შეხვედრაზე დასასწრებად, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: http://regform.mofacademy.ge/Lections
დასწრება უფასოა!

საკონტაქტო პირი: თამთა ყაველაშვილი
☎ტელ: +995 32 2261026 შიდა (1124); მობ: 555 53 30 05;

საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IPSAS) მოთხოვნების გათვალისწინება და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა, საბიუჯეტო ორგანიზაციებმა უნდა უზრუნველყონ ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებისა და ფინანსური ანგარიშგების შედგენის დროს.

დანერგილი სიახლეებიდან და საბიუჯეტო სფეროში არსებული საჭიროებებიდან გამომდინარე, აკადემიამ შეიმუშავა სასწავლო კურსი "საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვა საერთაშორისო სტანდარტების (IPSAS) მიხედვით", რომლის გაცნობასაც უფასო სამუშაო შეხვედრაზე შეძლებთ.