სამუშაო შეხვედრები თემაზე: ფისკალური რისკების მართვა

25 სექტემბერი, 2019 25-27 სექტემბერს, ფინანსთა სამინისტროს აკადემიის მხარდაჭერით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი ახორციელებს რეგიონალურ სამუშაო შეხვედრებს თემაზე „ფისკალური რისკების მართვა“, რომელსაც ესწრებიან საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვის და უკრაინის ფინანსთა სამინისტროების წარმომადგენლები.

შეხვედრების მიზანია, ფისკალური რისკების მართვის მიმართულებით, საუკეთესო პრაქტიკებისა და წარმოდგენილი ქვეყნების გამოცდილების გაცნობა და გაზიარება.
სამუშაო შეხვედრაზე პრეზენტაციები, როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის ასევე, მონაწილე ქვეყნების ფისკალური რისკების მართვაზე პასუხისმგებელმა ხელმძღვანელმა პირებმა წარმოადგინეს.

აღნიშნული ღოსნიძიება დაფინანსებულია ევროკომისიის მიერ (European Commissions Directorate General European Neighbourhood and Enlargement Negotiations - NEAR), რომელიც მხარს უჭერს საერთაშორისო სავალუტო ფონდს, ფისკალური მმართველობის მიმართულებით, ადამიანური რესურსების შესაძლებლობების გაძლიერებაში.