საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები დაინერგა

04 თებერვალი, 2020  

ევროპულ პრინციპებთან დაახლოების მიზნით, საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები დაინერგა.

ასოცირების შესახებ შეთანხმების შედეგად, ნაკისრ ვალდებულებათა შორის სახელმწიფო ფინანსების მართვისა და საჯარო სექტორში აღრიცხვის რეფორმაა. განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, ინერგება საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის ახალი სტანდარტები.

აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროს აკადემიამ საინფორმაციო ხასიათის სამუშაო შეხვედრები გამართა, რომლებსაც საჯარო სექტორის ბუღალტრები ესწრებოდნენ.

შეხვედრებზე, სახელმწიფო ხაზინის წარმომადგენლებმა, ისაუბრეს იმ მნიშვნელოვან შედეგებზე, რასაც რეფორმის დანერგვა მოუტანს, როგორც საჯარო სამსახურის ფინანსური საქმიანობის გამჭვირვალობას, ისე ქვეყნის წინსვლას ევროპულ გზაზე.

ფინანსთა სამინისტროს რეფორმის ფარგლებში განხორციელებული ცვლილებების დანერგვას მხარს უჭერს საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი.