სასწავლო კურსი: საფინანსო ეკონომიკური, სამეურნეო და საბუღალტრო საქმიანობა საბიუჯეტო ორგანიზაციებში

06 დეკემბერი, 2018
ფინანსთა სამინისტროს აკადემიამ, იურიდიული დახმარების სამსახურისთვის, ორგანიზება გაუწია სასწავლო კურსს: "საფინანსო ეკონომიკური, სამეურნეო და საბუღალტრო საქმიანობა საბიუჯეტო ორგანიზაციებში".

კურსის მიზანია, საბიუჯეტო ორგანიზაციის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, დარიცხვის მეთოდით ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოების მიმართულებით.

კურსის დასრულების შედეგად, მონაწილეებს შეეძლებათ ორგანიზაციის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტებზე დამოუკიდებელი მუშაობა, ასევე, შეძლებენ შეიმუშაონ საბიუჯეტო ორგანიზაციის სააღრიცხვო პოლიტიკა სტანდარტების შესაბამისად.