შეხვედრა ლვოვის ეროვნული აკადემიის დელეგაციასთან

18 ოქტომბერი, 2018
ფინანსთა სამინისტროს აკადემიამ უმასპინძლა ლვოვის სახელმწიფო მმართველობის ეროვნული აკადემიის დელეგაციას პროფესორ ვლადიმერ საჰორსკის ხელმძღვანელობით.
მხარეებმა განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები და დაგეგმეს სამომავალო აქტივობები. შეხვედრისას აკადემიის წარმომადგენლებმა სტუმრებს სასწავლო ცენტრის სხვადასხვა მომსახურება გააცნეს. ასევე, დაათვალიერეს აკადემიის ინფრასტრუქტურა და ტექნიკური აღჭურვილობა.