შეხვედრა სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებთან

11 ნოემბერი, 2019
ფინანსთა სამინისტროს აკადემიის წარმომადგენლები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ.

ფინანსთა სამინისტროს აკადემია სტუდენტებს სთავაზობს უსასყიდლოდ კურსს: "ფინანსური მენეჯმენტი და ანალიტიკური რეპორტინგი ინგლისურ ენაზე".

აკადემიის სასწავლო პროგრამების მართვის სამსახურის უფროსმა ეკატერინე გოგელაშვილმა და სასწავლო პროგრამების კოორდინატორმა მარიამ ვარდოშვილმა, სტუდენტებს გააცნეს აკადემიის საქმიანობა და მათთვის დაგეგმილი პროექტის შესახებ ინფორმაცია.

სასწავლო კურსის მონაწილეებს საშუალება ეძლევათ გაეცნონ საქართველოს საფინანსო სისტემას, საერთაშორისო გამოცდილებას და მონაცემთა დამუშავების ტექნიკებს.