სტუდენტური პროექტი - SQL - მონაცემთა ბაზების დამუშავება

10 ივლისი, 2019
ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში დასრულდა სტუდენტური დასაქმების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ტრენინგკურსი (II ჯგუფი) - “SQL - მონაცემთა ბაზების დამუშავება და ანგარიშების წარმოება“.
მონაწილე სტუდენტებმა უსასყიდლოდ მიიღეს თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული ცოდნა: SQL-ის ენის გამოყენებით მონაცემთა ბაზებში ინფორმაციის ჩაწერა და კითხვა, მონაცემთა ტრანსფორმაცია და რეპორტინგის წარმოება.

ამასთან, აკადემია დაეხმარება მათ გაიარონ პრაქტიკა შესაბამის ორგანიზაციებში.

კურსის დასრულებისას სტუდენტებს გადაეცათ აკადემიის სერტიფიკატები.