ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება

12 ნოემბერი, 2019
ფინანსთა სამინისტროს აკადემიასა და ბუღალტერთა კავშირს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი აკადემიის დირექტორმა ტარიელ ჭულუხაძემ და ბუღალტერთა კავშირის დირექტორმა ტატიანა ბერიძემ მოაწერეს.

ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ ბუღალტერთა კავშირის წევრები, რომლებსაც აკადემიისა და ბუღალტერთა კავშირის დირექტორებთან ერთად, პროფესიული დღე შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პაატა კილაძემ მიულოცა.
ღონისძიება ტრენერ გიორგი რაზმაძის მასტერკლასით გაგრძელდა თემაზე: „პრეზენტაციის ჩატარების პრინციპები“.