ვებგვერდი განახლების პროცესშია

 

ბორჯომის ხეობაში ხანძრის შედეგების სალიკვიდაციოდ სახელმწიფო ხაზინაში სპეციალური ანგარიშები გაიხსნა

  


Print News
06-თებერვალი-2017
ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში ღია ლექციები დაიწყო

ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში დაიწყო ღია ლექციების ციკლი, რომლის განმავლობაში აკადემიის ექსპერტები და ტრენერები შეხვდებიან საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებულ ფინანსისტებს და განიხილავენ მათთვის მნიშვნელოვან თემებს. პირველი ლექციის თემა იყო „ანგარიშგების თარიღის შემდგომი მოვლენების ასახვა ფინანსურ ანგარიშგებაში და საანგარიშო პერიოდის შეცდომების გასწორება“ და მას საბიუჯეტო სექტორში დასაქმებული ფინანსისტები დაესწრნენ. ლექციები 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. შერჩეულია 15 თემა, რომელთა შორისაა: • საერთაშორისო დაბეგვრა; • საგადასახადო აუდიტის სახეები, მიმდინარეობის პროცესი, აუდიტის განხორციელება; • საინვესტიციო გადაწყვეტილებები და ფულის ღირებულება დროში; • ძირითადი აქტივების აღრიცხვის თავისებურებები საჯარო სექტორში; • ცვლილებები სახელმწიფო შესყიდვებში; • საბაჟო პროცედურების, გაფორმებისა და დაბეგვრის სიახლეები; • ფინანსური ანგარიშგების კომპონენტების მომზადებისა და წარდგენის ზოგადი საფუძვლები საჯარო სექტორში; • დღგ-ს გადამხდელთათვის სავალდებულო რეგისტრაციაზე დადგომის წესი.

უკან



 
 
© 2011 სსიპ - ფინანსთა სამინისტროს აკადემია