ვებგვერდი განახლების პროცესშია

  


Print News
08-თებერვალი-2017
სასწავლო კურსი „საქართველო და ევროინტეგრაცია“

ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში დასრულდა სასწავლო კურსი „საქართველო და ევროინტეგრაცია“.
აღნიშნული პროექტი განხორციელდა აკადემიის ორგანიზებითა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G) ხელშეწყობით.
მონაწილეებს სერტიფიკატი ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, შემოსავლების სამსახურის უფროსმა, გიორგი თაბუაშვილმა, ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორმა, თამარ ჯაფარიძემ და „მმართველობა განვითარებისთვის“ პროექტის ხელმძღვანელმა ნატო ბერუაშვილმა გადასცეს.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კურსი ფინანსთა სამინისტროს აკადემიამ ტრენერებთან ერთად შეიმუშავა და მასში ასახულია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები და სიახლეები.
30 საათიანი კურსი მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ევროკავშირის სტრუქტურები და ინსტიტუტები, ევროპის კავშირის შექმნისა და გაფართოების ისტორია, ევროპის კავშირის პოლიტიკური ინსტიტუტები, ევროპის სამეზობლო პოლიტიკა, გადაადგილების თავისუფლება, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები და მიმართულებები (კონკურენციის პოლიტიკა, ინტელექტუალური საკუთრება, საქონლის გადაადგილების რეჟიმი, საბაჟო პოლიტიკა) აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა, ასოცირების ხელშეკრულება, ვიზა ლიბერალიზაცია.
ფინანსთა სამინისტროს აკადემია „მმართველობა განვითარებისთვის“ პროექტთან ერთად მომავალშიც გეგმავს აღნიშნული კურსის განხორციელებას. 

უკან



 
 
© 2011 სსიპ - ფინანსთა სამინისტროს აკადემია