ვებგვერდი განახლების პროცესშია

 

ბორჯომის ხეობაში ხანძრის შედეგების სალიკვიდაციოდ სახელმწიფო ხაზინაში სპეციალური ანგარიშები გაიხსნა

  


Print News
26-ივნისი-2017
სამუშაო შეხვედრა „მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსების გზები და მათი საქმიანობის ხელშეწყობა“

 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სამინისტროს აკადემიის, ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის ინსტიტუტის (CAREC Institute), აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და აზიის განვითარების ბანკის ინსტიტუტის (ADBI) თანამშრომლობით მიმდინარეობს სამუშაო შეხვედრა „მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსების გზები და მათი საქმიანობის ხელშეწყობა“.
სამუშაო შეხვედრის მიზანია, ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო საწარმოების მიერ დაფინანსების წყაროების მოძიებასა და განსაზღვრას.
აღნიშნული შეხვედრა წარმოადგენს აზიის განვითარების ბანკის ინსტიტუტის სტრატეგიის ერთ-ერთ ნაწილს: სიღარიბის დაძლევა, ინკლუზიური ზრდა და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების მხარდაჭერა.
სამუშაო შეხვედრის შედეგად გაიზრდება ცოდნა მცირე და საშუალო საწარმოების მიერ დაფინანსების მოძიების სხვადასხვა წყაროსა და შესაძლებლობების შესახებ.

უკან



 
 
© 2011 სსიპ - ფინანსთა სამინისტროს აკადემია