ვებგვერდი განახლების პროცესშია

 

ბორჯომის ხეობაში ხანძრის შედეგების სალიკვიდაციოდ სახელმწიფო ხაზინაში სპეციალური ანგარიშები გაიხსნა

  


Print News
19-ივლისი-2017
ღია კარის დღეები საგადასახადო და სისხლის სამართლის კოდექსებში შესულ ცვლილებებზე

საქართველოს საგადასახადო და სისხლის სამართლის კოდექსებში შესული ცვლილებების თაობაზე კომპანიების ფინანსური მენეჯერების, ბუღალტრების და სხვა დაინტერესებული პირების ინფორმირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო იწყებს ღია კარის დღეებს.

ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის თანამშრომლები ყველა დაინტერესებულ პირს მიაწვდიან დეტალურ ინფორმაციას კანონმდებლობაში შესულ იმ მნიშვნელოვან და პოზიტიურ ცვლილებებზე, რომელიც სულ ახლახან ამოქმედდა.

ღია კარის დღეები უფასოა და გაიმართება 21, 24, 26 და 28 ივლისს, 18:30 საათზე, სსიპ ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში. (მისამართი: ქ. თბილისი, გორგასლის ქ. №10)

ღია კარის დღეების მიზანია, კომპანიების წარმომადგენლები - ფინანსური მენეჯერები, ბუღალტრები, სხვა დაინტერესებული პირები უკეთ გაეცნონ კანონმდებლობაში შესულ ცვლილებებს, რათა საქმიანობისას არ შეექმნათ სირთულეები.

ღია კარის დღეებზე დასასწრებად საჭიროა რეგისტრაციის ფორმის შევსება.

19 ივლისიდან, განაცხადის შევსება შესაძლებელია როგორც ფინანსთა სამინისტროს, ისე მისი საქვეუწყებო დაწესებულებების ოფიციალურ ვებგვერდსა და Facebook-ის გვერდებზე განთავსებულ სპეციალურ ბმულზე: http://sms.dev.fas.ge/register/ 

უკან



 
 
© 2011 სსიპ - ფინანსთა სამინისტროს აკადემია