დამატებული ღირებულების გადასახადის სიღრმისეული კურსი

ხანგრძლივობა: 15 საათი
საკონტაქტო პირი: თეა კუჭავა
ტელ: +995 32 226 10 26 (1139)
მობ: 598 37 75 07
t.kutchava@mof.ge

საკითხების ჩამონათვალი

კურსის განმავლობაში შეისწავლება:

  • დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაცია
  • დღგ-ით დასაბეგრი ოპერაცია, ოპერაციის თანხა და დრო 
  • საქონლის მიწოდების და მომსახურების გაწევის ადგილი 
  • გადასახადისაგან გათავისუფლება და მისი გამოყენების წესი 
  • დღგ-ის ჩათვლა ძირითად საშუალებებზე, საქონელსა და მომსახურებაზე 
  • დღგ-ით უკუდაბეგვრა 
  • დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება 
  • გრანტით შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე დღგ-ის ჩათვლა 
  • წარმომადგენლის მიერ განხორციელებული ოპერაცია 
  • უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ შეძენილ საქონელზე დღგ-ს დაბრუნება 
  • ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს დღგ-ის გადამხდელისათვის დღგ-ის დაბრუნება 
  • შემოსავლების სამსახურის სიტუაციური სახელმძღვანელოები (მანუალები)

სამიზნე ჯგუფი

  • კერძო საწარმოების ფინანსური მენეჯერებისა და ბუღალტრებისთვის 
  • გადასახადის გადამხდელებისათვის, რათა იცოდეს დღგ-ს გამოყენების ყველა ასპექტი 
  • საკუთარი ბიზნესის მქონე პირებისთვის, ვინც მონიტორინგს უწევს საწარმოს ფინანსურ და საგადასახადო საქმიანობას 

ღირებულება

200 ლარი