საგადასახადო კანონმდებლობა და აუდიტის განხორციელების პროცედურები

ხანგრძლივობა: 93 საათი
საკონტაქტო პირი: 
ტელ: +995 32 226 10 26 (1134)

 

მიზანი

კურსის მიზანია, მსმენელებს შესძინოს საგადასახადო კოდექსის თეორიული ცოდნა, გააცნოს საგადასახადო აუდიტის ჩატარების ფორმები და სპეციფიკა; შეასწავლოს საგადასახადო გამოანგარიშება, რისკ-ფაქტორების დადგენა, საგადასახადო აუდიტით გამოვლენილ დარღვევებზე მტკიცებულებების მოძიებისა და დამუშავების პრინციპები.

საკითხების ჩამონათვალი

  • საქართველოში მოქმედი დაბეგვრის რეჟიმები და სხვადასხვა მნიშვნელოვანი ნორმატიული აქტი 
  • კონკრეტული გადასახადის აღრიცხვის, ანგარიშგებისა და გადახდის წესი 
  • საგადასახადო სამართალდარღვევათა სახეები და პასუხისმგებლობის ნორმები 
  • შემოსავლების გაზრდისა და ხარჯების შემცირების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით 
  • შესამოწმებელი ობიექტის მიმართ დამატებითი საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას მტკიცებულებების შეგროვებისა და შეფასების პრინციპები - აუდიტის ანგარიშის მომზადების პრინციპები

ღირებულება

960 ლარი