ტრენინგზე დასარეგისტრირებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია

ბუღალტრული აღრიცხვა სამეწარმეო სუბიექტებში

ხანგრძლივობა: 61 საათი
საკონტაქტო პირი: თეა კუჭავა
ტელ: +995 32 226 10 26 (1139)
მობ: 598 37 75 07
t.kutchava@mof.ge 

მიზანი

სასწავლო კურსის მიზანია, მსმენელებს (ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების გამოყენებით) შეასწავლოს ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრაქტიკული ასპექტები ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების გათვალისწინებით.

საკითხების ჩამონათვალი

ტრენინგის მსვლელობისას განიხილება:
  • ბუღალტრული აღრიცხვის არსი, მოქმედი სტანდარტები
  • ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება
  • შესაბამისობის პრინციპი, დარიცხვის მეთოდი
  • ფინანსური ანგარიშგების სტრუქტურა და ინფორმაციის წარდგენის ძირითადი მოთხოვნები
  • ფულის ღირებულება დროში, მცირე საინვესტიციო გადაწყვეტილებები
  • ფულადი სახსრების მართვა
  • მოგების გადასახადის აღრიცხვა
  • ავანსირებული კაპიტალი, ფინანსური შედეგები, მოგების გამოყენება
  • ფინანსური ანგარიშგების ელემენტების ურთიერთკავშირი

სამიზნე ჯგუფი

  • საბუღალტრო სფეროში დასაქმების მსურველები
  • კერძო სექტორში მომუშავე დამწყები ბუღალტრები
  • საკუთარი ბიზნესის მქონე პირები, რომელთაც სურთ თვითონ აწარმოონ საქმიანობის აღრიცხვა
  • საწარმოს სხვადასხვა სპექტრის სპეციალისტები, რომელთაც სჭირდებათ სააღრიცხვო ინფორმაციის სრულყოფილი აღქმა​

ღირებულება

ღირებულება: 680 ლარი