ტრენინგზე დასარეგისტრირებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია

სავალდებულო და შერჩევითი ინვენტარიზაცია საბიუჯეტო ორგანიზაციაში

ხანგრძლივობა: 15 საათი
ტრენერი: ზურაბ თოლორდავა
საკონტაქტო პირი: თამარ პირტახია
ტელ: +995 32 226 10 26 (1140)
მობ: 577 05 20 38
t.pirtakhia@mof.ge 

მიზანი

კურსის მიზანია, მსმენელებს შეასწავლოს საბიუჯეტო ორგანიზაციების ქონების, აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის წესები და პროცედურები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

საკითხების ჩამონათვალი

კურსის განმავლობაში შეისწავლება:

  • ინვენტარიზაციის მიზანი
  • საინვენტარიზაციო კომისია და კომისიის პასუხისმგებლობა/ვალდებულებები
  • ინვენტარიზაციის ჩატარების ზოგადი წესები და ნაშთების შემოწმების პროცედურები
  • არაფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაცია
  • ინვენტარიზაციის შედეგების უწყისები და გამოვლენილი სხვაობების რეგულირება
  • ინვენტარიზაციის შედეგებზე ინფორმაციის მომზადება და ინფორმაციის მომხმარებლები
  • ინვენტარიზაციის ფორმები და კავშირი პირველადი აღრიცხვის დოკუმენტებთან
  • ინვენტარიზაციის ჩატარების წესებისა და პირობების ასახვა სააღრიცხვო პოლიტიკაში
  • სააღრიცხვო პოლიტიკის ცვლილებები ინვენტარიზაციის შედეგებით
  • სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების შენახვა, ექსპლუატაცია და ანალიზური აღრიცხვის ინფორმაციის დამუშავება მმართველობითი აღრიცხვისათვის.

ღირებულება

ღირებულება: 175 ლარი