მედია ცენტრი

სიახლეები

აკადემიის შედეგები 2022 წლის განმავლობაში

26.01.2023

ფინანსთა სამინისტროს აკადემიამ 2022 წლის განმავლობაში 9113 მსმენელი გადაამზადა. მათ შორის, ფინანსთა სამინისტროს სისტემის 1141 თანამშრომელი, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ ინიცირებული რეფორმების ფარგლებში გადამზადდა 3351 მსმენელი, კერძო სექტორის, ფიზიკური პირებისა და სხვა საბიუჯეტო სექტორის 3541 წარმომადგენელი, საერთაშორისო სასწავლო კურსებში მონაწილე 477 პირი.

სტუდენტურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით განხორციელდა სასწავლო კურსები 160 მონაწილისთვის, ხოლო ტესტირება და შეფასება ჩაუტარდა 443 კანდიდატს.