რას გთავაზობთ

ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება ეკონომიკური საქმიანობის მქონე ორგანიზაციებისათვის, / სსიპ-ებისა და ა(ა)იპებისათვის/

აღნიშნული კურსის მიზანია მონაწილეებს გააცნოს IPSAS სტანდარტების ძირითადი მოთხოვნები და დაეხმაროს ბუღალტრული აღრიცხვის სწორად წარმოებაში; ასევე, ფინანსური ანგარიშგების ფორმებისა და განმარტებითი შენიშვნების კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად მომზადებაში.

აღრიცხვის და ანგარიშგების რეგულირება საჯარო სექტორში 5სთ

  • საბიუჯეტო კანონმდებლობის და სახაზინო პროცედურების შესახებ ნორმატიული აქტების მიმოხილვა
  • სხვა მარეგულირებელი ნორმატიული აქტების მოთხოვნები აღრიცხვა-ანგარიშგებასთან დაკავშირებით

ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების ორგანიზება საჯარო სექტორში 5სთ

ბუღალტრის (საბუღალტრო სამსახურის) უფლება-მოვალეობები

ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების ორგანიზებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები

პასუხისმგებლობები ბუღალტრული აღრიცხვასთან და ფინანსურ ანგარიშგებასთან დაკავშირებით

ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტები 5სთ

  • ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების სახეები
  • პირველადი აღრიცხვის დოკუმენტების ძირითადი რეკვიზიტები
  • პირველადი აღრიცხვის დოკუმენტების ტიპიური ფორმები
  • ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმა და მისი გამოყენების წესები
  • აქტივების, ვალდებულებების, კაპიტალის, შემოსავლების და ხარჯების ანგარიშები
  • ბუღალტრული ანგარიშთა გეგმის კავშირი საბიუჯეტო კლასიფიკაციასთან

ბუღალტრული აღრიცხვა IPSAS მოთხოვნების შესაბამისად 5სთ

  • აქტივების აღრიცხვა 
  • ვალდებულებების აღრიცხვა 
  • კაპიტალის აღრიცხვა
  • შემოსავლების აღრიცხვა
  • ხარჯების აღრიცხვა

ფინანსური ანგარიშგების არსი და კომპონენტები 5სთ

  • ფინანსური ანგარიშგების არსი, მიზანი და სტრუქტურა
  • ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება (ბალანსი)
  • ფინანსური შედეგების ანგარიშგება
  • წმინდა აქტივების/კაპიტალის ცვლილებების ანგარიშგება
  • ბიუჯეტის და ფაქტობრივი თანხების შედარების ანგარიშგება
  • განმარტებითი შენიშვნები და გადამყვანი ცხრილი

კურსი გათვალისწინებულია სახელმწიფო ბიუჯეტისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში დასაქმებულ პირთათვის, ვინც მონაწილეობს ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების ან/და ფინანსური ანგარიშგების მომზადების პროცესში.