რას გთავაზობთ

დღგ-ის ეფექტური მართვა - /სამუშო შეხვედრები პრაქტიკოსებისთვის/

სამუშაო შეხვედრების მიზანია დღგ-ს ადმინისტრირების პროცესის, სამართლებრივი რეგულაციების და მათი პრაქტიკული გამოყენების სიღრმისეული ანალიზი, ახალი წესებისა და მიდგომების დამუშავება.

  • დღგ-ის კონცეფცია, ეროვნული და საერთაშორისო ნორმატიული ბაზა (1 სთ)
  • ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა (2 სთ)
  • მიწის ნაკვეთის და მასზე დამაგრებული შენობის/ნაგებობის ერთობლივად მიწოდება (დასაბეგრი/არასდასაბეგრი ოპერაციები, არსებითი გავლენის შეფასების მეთოდოლოგია) (1 სთ)
  • დასაბეგრი პირის მიერ ყველა აქტივის ან მისი ნაწილის (დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ქვედანაყოფის) მიწოდება (1 სთ)
  • ბარტერული ოპერაციის ფარგლებში უძრავი და მოძრავი ნივთის მიწოდება (საქონლის გაცვლა, სამშენებლო ოპერაციები) (2 სთ)
  • დამხმარე ხასიათის მომსახურება/საქონელი ან/და უშუალოდ დაკავშირებული მომსახურება/საქონელი: შესაბამისი კრიტერიუმები და მათი სწორად შეფასება (2 სთ)
  • საქონლის მიწოდების და მომსახურების გაწევის ადგილი, დაბეგვრის დრო და დასაბეგრი თანხა (2 სთ)
  • B2B და B2C პრინციპების ანალიზი და მათი შესაბამისი გამოყენება (2 სთ)
  • ურთიერთდამოკიდებული პირების ოპერაცია და საბაზრო ფასის განსაზღვრა დღგ-ის მიზნებისთვის (2 სთ)
  • დღგ-ის ჩათვლით სარგებლობის წესი და მასთან დაკავშირებული მოთხოვნები (3 სთ)
  • პროპორციული ჩათვლის დეტალური ანალიზი (3 სთ)
  • ჩათვლილი დღგ-ის კორექტირება (მათ შორის სასამართლო გადაწყვეტილების ფარგლებში) (2 სთ)
  • რისკები დღგ-ს ადმინისტრირებისას, პრაქტიკული გზები (2 სთ)
  • წარმატებული შემთხვევების და პრეცედენტების განხილვა (1 სთ)
  • საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზი დღგ-ის ადმინისტრირების სფეროში (1სთ)
  • კერძო სექტორში მომუშავე გამოცდილი  ბუღალტრები 
  • ფინანსისტები
  • აუდიტორები
  • ბიზნესის მმართველი პირები, რომლებსაც აინტერესებთ დღგ-ს ძირეული განხილვა