რას გთავაზობთ

ძირითადი აქტივების სააღრიცხვო პოლიტიკა IPSAS 45-ის შესაბამისად

საბიუჯეტო ორგანიზაციებში ძირითადი აქტივების აღრიცხვის ცვლილების შესწავლა სსბასს 17-დან სსბასს 45-ზე გადასვლის ჭრილში. პროგრამა ორიენტირებულია IPSAS-ისა და GFS 2014-ის სტანდარტებთან შესაბამისი სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავებაზე, ხაზინის ოპერაციების სპეციფიკის ანალიზსა და პროგრამული აღრიცხვის დანერგვაზე, რაც უზრუნველყოფს ეფექტურ შიდა კონტროლს, ზუსტ ინვენტარიზაციასა და გამართულ ფინანსურ ანგარიშგებას.

  • სსბასს 17 - ძირითადი აქტივების სტანდარტის ჩანაცვლება ახალი სსბასს 45-ით - ძირითადი აქტივები, სტანდარტის მოთხოვნები და ცვლილებები აღრიცხვა-ანგარიშგებაში - 6 სთ
  • სსბასს 45 -ს საფუძველზე შიდა სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავების სპეციფიკა და ძირითადი აქტივებით ოპერაციებზე GFS 2014, საბიუჯეტო კლასიფიკაციის და ხაზინის მოთხოვნების შესრულება - 4 სთ
  • აქტივის პირვანდელი ღირებულების განსაზღვრა და დარიცხვის მეთოდით აღრიცხვაში ასახვის დრო - 2 სთ
  • აქტივის თვითღირებულებაში სხვადასხვა დანახარჯების ასახვა, აქტივების გადაფასება და არსებითი გაუმჯობესება - 4 სთ
  • მიმდინარე რემონტის ხარჯები, გაუფასურება, ჩამოწერა და უსასყიდლო გადაცემები - 4 სთ
  • ძირითადი აქტივების შიდა აღრიცხვის წესები და რეგულაციები ანალიზური აღრიცხვის მიზნებისთვის - 4 სთ.
  • შესყიდვების ოპერაციების კონტროლი
  • საინვენტარო ბარათების წარმოება და მისი სისწორის შემოწმება ანალიზური აღრიცხვა, საცნობარო ანგარიშები და ინფორმაცია ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნებისთვის 
  • ძირითადი აქტივების აღრიცხვის სპეციფიკური საკითხების ნიმუშების განხილვა და პრაქტიკაში არსებული პრობლემები - 4 სთ
  • ძირითადი აქტივების პროგრამული აღრიცხვა; პროგრამული აღრიცხვის უპირატესობები და საბიუჯეტო ორგანიზაციებში აქტივების პროგრამული აღრიცხვის პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება - 2 სთ

საბიუჯეტო ორგანიზაციების,  წარმომადგენლები.