„ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ“ შეთანხმებების გამოყენება
კურსი მიზნად ისახავს „ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ“ შეთანხმების დეტალურ შესწავლას. კურსის განმავლობაში განხილული იქნება როგორც OECD-ის, ისე UN-ის საგადასახადო სამოდელო კონვენციები, როგორც თეორიულ დონეზე, ასევე პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე. ამასთან განხილული იქნება მრავალმხრივი საგადასახადო კონვენცია (MLI), რომელიც საქართველოსთვის ძალაში შევიდა 2019 წელს და მისი მოქმედება „ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების“ შესახებ შეთანხმებებთან მიმართებით.
- საერთაშორისო დაბეგვრის პრინციპები, მათ შორის წყარო და რეზიდენტ სახელმწიფოებს შორის დაბეგვრის უფლების განაწილება, „შეიძლება დაიბეგროს“ და „დაიბეგრება“ არსი, ორმაგი დაბეგვრის გამორიცხვა - ჩათვლისა და გათავისუფლების მეთოდების საფუძველზე;
- განახლებული სამოდელო საგადასახადო კონვენციის მიხედვით შეთანხმების ბოროტად გამოყენების შეზღუდვა;
- ქვეყნებს შორის რეზიდენტობის დადგენის წესი;
- მუდმივი დაწესებულების სახეები, ჩვეულებრივი მუდმივი დაწეებულება, სამშენებლო მუდმივი დაწესებულება, აგენტის მუდმივი დაწესებულება;
- ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული მოგების დაბეგვრა;
- პასიური შემოსავლების დაბეგვრის საკითხი (დივიდენდი, პროცენტი, როიალტი;
- უძრავი ქონებიდან, კაპიტალის მატებიდან, ხელფასის სახით მიღებული შემოსავლის დაბეგვრა;
- საერთაშორისო გადაზიდვები;
- სხვა შემოსავლების დაბეგვრა;
- საქართველოს საგადასახადო კოდექსის მუხლები, რომლებიც არარეზიდენტების დაბეგვრასთან არის კავშირში;
- მრავალმხივი საგადასახადო კონვენცია(MLI), სინთეზური ტექსტები;
- საერთაშორისო საგადასახადო სამართლით დაინტერესებული პირები.
ელექტრონული კურსები