საშემოსავლო გადასახადის ეფექტური მართვა - /სამუშაო შეხვედრები პრაქტიკოსებისათვის/
სამუშაო შეხვედრების მიზანია საშემოსავლო გადასახადის ადმინისტრირების პროცესის, სამართლებრივი რეგულაციების და მათი პრაქტიკული გამოყენების სიღრმისეული ანალიზი, ახალი წესებისა და მიდგომების დამუშავება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მიმდინარე კანონმდებლობის რთული შემთხვევების ანალიზს.
- საშემოსავლო გადასახადის კონცეფცია, ეროვნული და საერთაშორისო ნორმატიული ბაზა (1 სთ)
- გადასახადის გადამხდელი, დაბეგვრის ობიექტი, გადასახადის განაკვეთი და საგადასახადო აგენტის ფუნქციები (1 სთ)
- ხელფასის/სარგებლის სახით მიღებული შემოსავლის დაბეგვრა გადახდის წყაროსთან (1 სთ)
- შემოსავლების დაბეგვრა გადახდის წყაროსთან: დივიდენდი, პროცენტი, როიალტი (2 სთ)
- საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლების განსაზღვრა (2 სთ)
- გადახდილი სხვა თანხები, რომლებიც საგადასახდო კოდექსით ითვლება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად და იბეგრება გადახდის წყაროსთან (1 სთ)
- არარეზიდენტი პირის შემოსავლის დაბეგვრა გადახდის წყაროსთან (1 სთ)
- ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებები (1 სთ)
- საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობის წესები (მათ შორის ფორმა №1, ფორმა №2, ფორმა №3, ფორმა №4, რეზიდენტობის ფორმები).(1 სთ)
- საქართველოში არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულების მიერ განხრციელებული გადახდები (1 სთ)
- ფორმა-შინაარსი: სესხის კაპიტალში შენატანად გადაკვალიფიცირების კრიტერიუმები (1 სთ)
- საგადასახადო წლის განმავლობაში 1000 ლარამდე ჩუქებით მიღებული ქონების გაანგარიშებისა და დაბეგვრის წესები (1 სთ)
- ფიზიკური პირის მიერ 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტის დაბეგვრა (მათ შორის 2-წლიანი ვადის ათვლა და რეალიზაციით მიღებული ნამეტის გაანგარიშების წესები) (1 სთ)
- რეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი (მათ შორის, სარგებელი), რომელიც არ განეკუთვნება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს; (1 სთ)
- რისკები საშემოსავლო გადასახადის ადმინისტრირებისას, პრაქტიკული გზები წარმატებული შემთხვევების და პრეცედენტების განხილვა (2 სთ)
- კერძო სექტორში მომუშავე გამოცდილი ბუღალტრები
- ფინანსისტები
- აუდიტორები
ელექტრონული კურსები