სამეწარმეო სამართალი
სასწავლო კურსის მიზანია მონაწილეებს განუვითაროს პრაქტიკაზე ორიენტირებული, სტრატეგიული ხედვა სამეწარმეო სამართალში, რათა მათ შეძლონ სამართლის გამოყენება როგორც ეფექტიანი ბიზნეს ინსტრუმენტი. კურსი ისახავს მიზნად, მონაწილეებმა სრულად გაიაზრონ კომპანიის სამართლებრივი “სიცოცხლის ციკლი” — შექმნიდან და დამფუძნებელთა ურთიერთობების რეგულირებიდან, ზრდის, რესტრუქტურიზაციის, გაყიდვის ან ლიკვიდაციის ეტაპების ჩათვლით — და შეძლონ ამ პროცესებში უსაფრთხო, მოქნილი და მიზანმიმართული სამართლებრივი გადაწყვეტილებების შეთავაზება.
- შესავალი და სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლები (3 საათი)
- იურიდიული პირის ბუნება და ორგანიზაციული ფორმები (3 საათი)
- დაფუძნება, რეგისტრაცია და შიდა მოწყობა (3 საათი)
- მმართველობა, წარმომადგენლობა და პასუხისმგებლობა (3 საათი)
- კორპორაციული ტრანსფორმაცია (რეორგანიზაცია და დაშლა) (3 საათი)
- ამხანაგური ტიპის საზოგადოებები (სპს და კს) (3 საათი)
- შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს) (3 საათი)
- სააქციო საზოგადოება (სს) (3 საათი)
- იურისტები, რომელთაც სურთ კორპორაციულ სამართალში სპეციალიზაცია.
- მენეჯერები, რომელთაც სურთ გაიგონ თავიანთი უფლებამოსილების და პასუხისმგებლობის სამართლებრივი ჩარჩოები
ელექტრონული კურსები