WHAT WE OFFER

ადამიანური რესურსების მართვა საჯარო სამსახურში

კურსის მიზანია მონაწილეებს შესძინოს ღრმა ცოდნა საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის სისტემისა და მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების შესახებ, ასევე გამოიმუშაოს მათი პრაქტიკაში გამოყენების უნარები

  • ადამიანური რესურსების მართვის ციკლი
  • ადამიანური რესურსების მართვის სუბიექტები და მათი როლი
  • ადამიანური რესურსის დაგეგმვა
  • ადამიანური რესურსის მოზიდვა და შერჩევა
  • ადამიანური რესურსის ადაპტაცია
  • შესრულების მართვა (დავალების მიცემა, მონიტორინგი, კომუნიკაცია, შეფასება)
  • ადამიანური რესურსის განვითარება
  • ადამიანური რესურსის შენარჩუნება
  • კარიერის მართვა
  • ორგანიზაციიდან გასვლა
  • ცვლილებების მართვა

კურსი მოიცავს:

  • ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და შესაბამისი მარეგულირებელი ნორმატიული აქტების ნორმების განხილვას 
  • სსიპ-ების მიმართ შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებით ამჟამად მოქმედი რეგულაციების განხილვას (საქართველოს შრომის კოდექსი, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი)
  • ჯგუფურ სამუშაოებს
  • როლურ თამაშებს

 

  • საჯარო დაწესებულებებში (სამინისტროები, სსიპ-ები, საქვეუწყებო დაწესებულებები, სხვა საჯარო დაწესებულებები) დასაქმებული ან/დასაქმების მსურველი ნებისმიერი პირი