სიახლეები
აკადემიის შედეგები 2023 წლის განმავლობაში
23.01.2024ფინანსთა სამინისტროს აკადემიამ 2023 წლის განმავლობაში 9855 მსმენელი გადაამზადა. მათ შორის, ფინანსთა სამინისტროს სისტემის 1544 თანამშრომელი, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ ინიცირებული რეფორმების ფარგლებში გადამზადდა 2584 მსმენელი, კერძო სექტორის, ფიზიკური პირებისა და სხვა საბიუჯეტო სექტორის 2620 წარმომადგენელი, საერთაშორისო სასწავლო კურსებში მონაწილე 100 პირი.
სტუდენტურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით განხორციელდა სასწავლო კურსები 36 მონაწილისთვის, ხოლო ტესტირება, შეფასება ჩაუტარდა 1363 კანდიდატს და უსასყიდლოდ განვახორციელეთ ღია ლექციები 1608 მონაწილისთვის.