სიახლეები
აკადემიის შედეგები 6 თვის განმავლობაში 2024 წელი
15.07.2024ფინანსთა სამინისტროს აკადემიამ 6 თვის განმავლობაში 5760 მსმენელი გადაამზადა. მათ შორის, ფინანსთა სამინისტროს სისტემის 947 თანამშრომელი, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ ინიცირებული რეფორმების ფარგლებში გადამზადდა 995 მსმენელი, კერძო სექტორის, ფიზიკური პირებისა და სხვა საბიუჯეტო სექტორის 1626 წარმომადგენელი, საერთაშორისო სასწავლო კურსებში მონაწილე 156 პირი.
ტესტირება და შეფასება ჩაუტარდა 251 კანდიდატს, უსასყიდლოდ განხორციელდა ღია ლექციები 1784 მონაწილისთვის.