სიახლეები
ფინანსთა სამინისტროს აკადემია ACCA-ს ვერცხლის პარტნიორი გახდა
05.09.2022ფინანსთა სამინისტროს აკადემია ACCA-ს ვერცხლის პარტნიორი გახდა.
პროგრამის მიზანია მსოფლიოს მასშტაბით აღიაროს უმაღლესი ხარისხის სწავლების პროვაიდერები და მხარი დაუჭიროს ACCA პროგრამის სწავლების პარტნიორებს, რათა ერთად უზრუნველყონ სტუდენტების წარმატებული საერთაშორისო კარიერა.
ACCA წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ ავტორიტეტულ ბრიტანულ ორგანიზაციას საბუღალტრო და ფინანსური განათლების სფეროში, რომლის სერტიფიკატს მსოფლიო მასშტაბით ბიზნესის სფეროს უმსხვილესი დამსაქმებლები ენდობიან.