სიახლეები
ფინანსთა სამინისტროს აკადემია აცხადებს კონკურსს სასწავლო პროგრამაზე: ,,ფინანსების მართვის პრინციპები კერძო სექტორში''.
21.11.2022ფინანსთა სამინისტროს აკადემია სტუდენტებისთვის აცხადებს კონკურსს უსასყიდლო სასწავლო პროგრამაზე: ,,ფინანსების მართვის პრინციპები კერძო სექტორში''.
სასწავლო კურსის მიზანია მონაწილეეებს შესძინოს პრაქტიკული ცოდნა კერძო სექტორში ფინანსების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებს საშუალება ექნებათ შეისწავლონ პრაქტიკული მაგალითებისა და ქეისების გამოყენებით ისეთი თემები, როგორიცაა:
🔹ბიზნეს - კანონმდებლობა (კანონი მეწარმეთა შესახებ) (3 სთ)
🔹ბუღალტრული აღრიცხვა სამეწარმეო სუბიექტებში (60 სთ)
🔹საგადასახადო კანონმდებლობა (48 სთ)
🔹ფინანსური მოდელირება ექსელში (14 სთ)
განრიგი:
🔵საინფორმაციო შეხვედრა - 14 დეკემბერი (zoom)
🔵დღეები: ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი
🔵საათი: 13:00-15:30 ან 18:30-21:00
🔵პერიოდი: 17 იანვარი - 30 მაისი, 2023 წელი
ტრენინგები ჩატარდება დისტანციურად, პროგრამა ზუმში.
ჯგუფში განსაზღვრულია 22 მონაწილის შერჩევა.
თითოეული მოდულის დასრულების შემდეგ გათვალისწინებულია გამოცდა, ოთხივე მოდულის გამოცდების შედეგების მიხედვით განისაზღვრება სერტიფიკატის ხარისხი.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ფინანსური, ბიზნესის ადმინისტრირებისა და ეკონომიკური მიმართულების ბაკალავრის დამამთავრებელი კურსის ან სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს.
სარეგისტრაციო ფორმის შესავსებად საჭირო დოკუმენტები:
🔸სტუდენტობის მოწმობა
🔸ცნობა GPA-ის შესახებ ან/და ნიშნების ფურცელი
რეგისტრაცია: https://forms.gle/E2E7qzGmakztBfPz6
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 26 დეკემბერი 2022 წ.
საკონტაქტო ინფორმაცია:
academy@mof.ge
m.vardoshvili@mof.ge