მედია ცენტრი

სიახლეები

აკადემიის აქტივობა 2020 წლის განმავლობაში

01.02.2021

ფინანსთა სამინისტროს აკადემიამ 2020 წლის განმავლობაში 8538 მსმენელი გადაამზადა.

მათ შორის, ფინანსთა სამინისტროს სისტემის 1350 თანამშრომელი, კერძო სექტორის, ფიზიკური პირებისა და სხვა საბიუჯეტო სექტორის 2824 წარმომადგენელი, საჯარო მოხელეთა საბაზისო პროგრამების 264 მონაწილე, საერთაშორისო სასწავლო კურსებში მონაწილე 540 პირი.

სხვადასხვა კურსი უსასყიდლოდ გაიარა 3239-მა მსმენელმა, ხოლო ტესტირება და შეფასება ჩაუტარდა 321 კანდიდატს.

ფინანსთა სამინისტროს აკადემია სასწავლო კურსების დისტანციურ ფორმატში ჩატარებას კვლავ აგრძელებს.