მედია ცენტრი

სიახლეები

ფინანსთა სამინისტროს აკადემიის სტრატეგია 2021-2025

11.11.2021

ფინანსთა სამინისტროს აკადემიამ რამდენიმე წლიანი წარმატებული მუშაობის შედეგად დაამტკიცა, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობის მატარებელია ის საჯარო, კერძო და საერთაშორისო სექტორთათვის. 

2015-2020 წლების სტრატეგიაზე დაყრდნობით, აკადემიამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო მოხელეთა, ასევე სხვა საჯარო სამსახურებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლების, უნარებისა და შესაძლებლობების განვითარებაში.

საქართველოში ევროკავშირის დელეგაციისა და მათი ექსპერტების აქტიური ჩართულობით, აკადემიამ განაახლა 2021-2025 წლების სტრატეგია უახლესი მიღწევებისა და ტენდენციების გათვალისწინებით. 

იმისათვის, რომ სამუშაო გუნდის თითოეული წევრის მოსაზრებები და მოტივაცია დასახულ მიზნებთან სრულ თანხვედრაში მოქცეულიყო, სტრატეგიული დოკუმენტები შეიქმნა მათი უშუალო ჩართულობით.

ახალი სტრატეგია ეყრდნობა წარსულ გამოცდილებასა და ცოდნას. 

შესაბამისად, ყველა სტრატეგიული მიზანი გამყარებულია კონკრეტული გეგმებითა და კონცეფციებით.

მიზნები ასევე ეხმაურება თანამედროვე გამოწვევებსა და ტენდენციებს. სტრატეგიული მიზნების ეფექტური განხორციელება იქნება გარანტი იმისა, რომ აკადემიამ განაგრძოს წარმატებული გზით სვლა და წინასწარ დაგეგმოს იმ გამოწვევების გადაჭრისა თუ საჭიროებების დაკმაყოფილების გზები, რაც შესაძლოა წარმოიშვას სამუშაო პროცესის განმავლობაში.

აკადემია განახლებულ სტრატეგიას განახორციელებს მენეჯმენტის ჰიბრიდული მიდგომით, სადაც მმართველი რგოლის პარალელურად, თითეული თანამშრომელი პასუხისმგებელი იქნება შესაბამის შედეგებზე.

ფინანსთა სამინისტროს აკადემიის სტრატეგია 2021-2025 

👉 https://mofacademy.ge/ka/page/strategia