მედია ცენტრი

სიახლეები

გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირება, როგორც კარგი ბიუჯეტირების მაგალითი

08.12.2022

ფინანსთა სამინისტროს აკადემიამ გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირებაზე საჯარო მოხელეების მასშტაბური გადამზადების პროექტი დაასრულა.

პროექტის ფარგლებში ფინანსთა სამინისტროს აკადემიის სერტიფიცირებული ტრენერების მიერ გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირების მიმართულებით 357 საჯარო მოხელე გადამზადდა.

⏩ ტრენინგები ჩატარდა 64 მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებისთვის
⏩ ცენტრალური ხელისუფლებისა და აჭარის მთავრობის წარმომადგენლებისთვის

ასევე, შემუშავდა გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირების ონლაინ კურსი, რომელზეც 2023 წლის იანვრიდან დაინტერესებული პირები უსასყიდლოდ მიიღებენ მონაწილეობას.

გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირების დანერგვის ხელშეწყობა გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა და მისი განხორციელებისთვის, ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლების შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით სხვადასხვა ინიციატივა ხორციელდება.