მედია ცენტრი

სიახლეები

კონფერენცია-გზა ხარისხიანი ფინანსური ანგარიშგებისკენ

21.06.2023

გზა ხარისხიანი ფინანსური ანგარიშგებისკენ - ამ თემაზე ფინანსთა სამინისტროს აკადემიის, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის, EY Georgia-ს და ACCA GLOBAL-ის თანამშრომლობით, გაიმართა კონფერენცია, რომლის მიზანია  ცნობიერების ამაღლება მაღალი ხარისხის ფინანსური ანგარიშგების მნიშვნელობაზე და ამ სფეროში შესაბამისი პროფესიული განათლების აუცილებლობაზე.

ამგვარი შეხვედრები კომპანიების წარმომადგენლებს დაეხმარება უკეთ დაგეგმონ, გააუმჯობესონ ფინანსური ანგარიშგების საერთო ხარისხი და ასევე, ხელი შეუწყონ დასაქმებულების პროფესიულ ზრდას.

მაღალი ხარისხის ფინანსური ანგარიშგების მიმართულებით ცნობიერების ამაღლების კუთხით, ფინანსთა სამინისტროს აკადემიისა და SARAS-ის ხელშეწყობით პროფესიული სწავლება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.