სიახლეები
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიასა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრ ორგანიზაციას - International Bank for Reconstruction and Development (IBRD) - შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს
18.06.2026საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიასა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრ ორგანიზაციას - International Bank for Reconstruction and Development (IBRD) - შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს.
აღნიშნული მემორანდუმი მიზნად ისახავს თანამშრომლობის გაღრმავებას პროფესიული განვითარების, ცოდნის გაზიარებისა და რეგიონული შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორმა ტარიელ ჭულუხაძემ და მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა როლანდ პრაისმა.
მემორანდუმი წარმოადგენს თანამშრომლობის ჩარჩო დოკუმენტს, რომლის ფარგლებში მხარეები განიხილავენ ერთობლივი სასწავლო პროგრამების, ტრენინგების, კვლევითი და ცოდნის გაზიარების ინიციატივების განხორციელებას.
თანამშრომლობა ორიენტირებული იქნება საჯარო სექტორის ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებაზე, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და პროფესიული კომპეტენციების გაძლიერებაზე.
ხელმოწერამდე შეხვედრა გაიმართა ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუასთან.
ელექტრონული კურსები