მედია ცენტრი

სიახლეები

შეხვედრა ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებთან

29.03.2024

ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა და ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორი ტარიელ ჭულუხაძე ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროს საერთაშორისო ფინანსური ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილეს, რობინ უიტერლინდისა და დელეგაციის სხვა წევრებს შეხვდნენ. 

მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი პარტნიორობის საკითხები. დღესვე საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროებს შორის გაფორმდა ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულება. 

დოკუმენტს ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ და ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროს საერთაშორისო ფინანსური ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ რობინ უიტერლინდიმ.