მედია ცენტრი

სიახლეები

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

29.04.2021
ფინანსთა სამინისტროს აკადემიასა და სსიპ კოლეჯ ,,იბერია”-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
 
მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები უზრუნველყოფენ ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებას და გამოცდილების გაზიარებას.
 
ასევე, განხორციელდება სხვადასხვა ერთობლივი ღონისძიებები, სამუშაო შეხვედრები, კონფერენციები და ღია ლექციები. მოხდება მხარეების მიერ გამოცდილებისა და ინფორმაციის გაცვლა, გაზიარება.
 
მემორანდუმს ხელი ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორმა, ტარიელ ჭულუხაძემ და სსიპ კოლეჯ ,,იბერია”-ს დირექტორმა, ირაკლი ავალიანმა მოაწერეს.