ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპები დამწყებთათვის
სასწავლო კურსის მიზანია, მონაწილეებს შეასწავლოს ბუღალტრული აღრიცხვის თეორიული და პრაქტიკული ასპექტები, მათთვის გამოკვეთოს ბუღალტრული აღრიცხვის როლი და ადგილი კომპანიის ფუნქციონირებაში. მონაწილეებს შეუქმნას შესაფერისი თეორიული და პრაქტიკული ბაზა პროფესიის ღრმად დაუფლებისთვის, ფინანსური ანგარიშგების სხვადასხვა სტანდარტის დამუშავებისა და გათვითცნობიერებისთვის.
- ბუღალტრული აღრიცხვა და მისი უმნიშვნელოვანესი პროდუქტი - ფინანსური
- ანგარიშგება (სტრუქტურა, ფორმები, ზოგადი ანალიზი);
- აღრიცხვა/ანგარიშგების საკანონმდებლო რეგულირება საქართველოში,
- სტანდარტები;
- ფინანსური ინფორმაციის წარდგენის სტანდარტებით დადგენილი ძირითადი
- მოთხოვნები;
- სამეწარმეო საქმიანობის ძირითადი სამართლებრივი საფუძვლები;
- სააღრიცხვო ელემენტები, მათი კლასიფიკაცია და თვისებები;
- ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების ტექნიკა;
- დარიცხვის მეთოდი;
- ორადი ასახვა;
- ანგარიშთა გეგმა;
- სააღრიცხვო ჟურნალი და შუალედური უწყისები;
- შუალედური უწყისებიდან ფინანსური ანგარიშგების კომპონენტებამდე;
- ძირითადი სამეურნეო მოვლენების ბუღალტრული აღრიცხვა (რეალიზაცია,
- შესყიდვები, დარიცხვები, კორექტირებები, გადახურვები);
- საბუღალტრო სფეროში დასაქმების მსურველები;
- კერძო სექტორში მომუშავე დამწყები ბუღალტრები;
- საკუთარი ბიზნესის მქონე პირები, რომელთაც სურთ თვითონ აწარმოონ საქმიანობის აღრიცხვა;
- საწარმოს სხვადასხვა სპექტრის სპეციალისტები, რომელთაც სჭირდებათ სააღრიცხვო ინფორმაციის აღქმა;