მედია ცენტრი

სიახლეები

აკადემიის შედეგები 2025 წლის განმავლობაში

02.02.2026

ფინანსთა სამინისტროს აკადემიამ 2025 წელს 7621 მსმენელი გადაამზადა. მათ შორის, ფინანსთა სამინისტროს სისტემის 1080 თანამშრომელი, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ ინიცირებული რეფორმების ფარგლებში გადამზადდა 1762 მსმენელი, კერძო სექტორის, ფიზიკური პირებისა და სხვა საბიუჯეტო სექტორის 2588 წარმომადგენელი, საერთაშორისო სასწავლო კურსებში მონაწილე 104 პირი. ტესტირება და შეფასება ჩაუტარდა 1301 კანდიდატს, უსასყიდლოდ განხორციელდა ღია ლექციები და სასწავლო კურსები 786 მონაწილისთვის.