IPSAS მოთხოვნები და სახაზინო მომსახურების პრინციპები შიდა სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავებისას
ბოლო პერიოდში განხორციელებული -სსბასს (IPSAS) ცვლილებების და სახაზინო მომსახურების პრინციპების საფუძველზე ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების და ფინანსური ანგარიშგების მომზადების შესწავლა. სახელმწიფო მმართველობის სექტორში საბიუჯეტო ორგანიზაციის ფინანსური და მმართველობითი სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავების სპეციფიკის გაცნობა.
სახელმწიფო მმართველობის სექტორში ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების რეგულირება და ბოლო პერიოდში განხორციელებული ფინანსური ანგარიშგების ცვლილებები;
საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების IPSAS-ის მოთხოვნების და სახაზინო მომსახურების პრინციპების გათვალისწინებით, საბიუჯეტო ორგანიზაციის ფინანსურ და მმართველობით აღრიცხვაზე სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავების სპეციფიკა:
• შიდა სააღრიცხვო პოლიტიკის მიზნებისთვის საბიუჯეტო ორგანიზაციაში ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების შეფასება;
• შიდა სააღრიცხვო პოლიტიკის სტრუქტურა, საბალანსო მუხლების აღიარების და შეფასების კრიტერიუმები IPSAS -ის მიხედვით;
• ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან გადასახდელების გადახდაზე ხაზინის მოთხოვნების და IPSAS -ის შეუსაბამისობის რეგულირება შიდა სააღრიცხვო პოლიტიკით;
ბუღალტრული აღრიცხვა IPSAS ის საფუძველზე:
• შემოსავლების აღრიცხვა IPSAS 9-ის და IPSAS 23-ის საფუძველზე;
• ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაცია, გადახდები ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან და IPSAS -ი ხარჯების დარიცხვის მეთოდით აღრიცხვაზე;
• მატერიალური მარაგების შესყიდვის სახაზინო ოპერაციები, აღიარება, შეფასება და აღიარების შეწყვეტის აღრიცხვა IPSAS 12 -ის საფუძველზე და მარაგების ანალიზური აღრიცხვა;
• ძირითადი აქტივების შესყიდვის სახაზინო ოპერაციები, აღიარება, შეფასება, გაუფასურება და აღიარების შეწყვეტის აღრიცხვა IPSAS 17-ის და IPSAS 21-ის საფუძველზე;
• ძირითადი აქტივების მართვის პროგრამული უზრუნველყოფის პირობები, ინვენტარიზაცია და აქტივების რეესტრის წარმოება;
• არამატერიალური აქტივების შესყიდვის სახაზინო ოპერაციები, აღიარება, შეფასება და აღიარების შეწყვეტის აღრიცხვა IPSAS 31 -ის გამოყენებით;
• სახაზინო ოპერაციები უცხოურ ვალუტაში და კურსთა შორის სხვაობის აღრიცხვა IPSAS 4 -ის საფუძველზე;
• დებიტორულ/კრედიტორული დავალიანებების და ანარიცხების აღრიცხვა IPSAS 19 -ის გამოყენებით და შესაბამისი სახაზინო ოპერაციები საბიუჯეტო კლასიფიკაციის საფუძველზე;
• საინვესტიციო ქონების აღიარება და შეფასება IPSAS 16 -ის და იჯარის აღრიცხვა IPSAS 13-ის გამოყენებით;
• გადასახდელების გადახდაზე პრობლემური სახაზინო ოპერაციების ნიმუშების განხილვა და IPSAS ის გამოყენება საბიუჯეტო კლასიფიკაციის და ხაზინის მოთხოვნების შესასრულებლად.
ფინანსური ანგარიშგების მომზადება:
• ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგება IPSAS 1-ის საფუძველზე და ცვლილებები მეთოდოლოგიაში
• კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება IPSAS 35 -ის საფუძველზე;
• ფორმების შევსება და განმარტებითი შენიშვნების ნიმუშები.
საბიუჯეტო ორგანიზაციის მთავარი ბუღალტრები და/ან ფინანსური მენეჯერები.