სახელმწიფო შესყიდვები
კურსის მიზანია მისცეს მონაწილეს საფუძვლიანი ცოდნა სახელმწიფო შესყიდვების სისტემის შესახებ, გააღრმაოს თეორიული ცოდნა პრაქტიკული სავარჯიშოებით და გააღვივოს მონაწილეში ცოდნის მუდმივი განვითარების ინტერესი.
- სახელმწიფო შესყიდვების სისტემის მოწყობის კონცეფცია;
- სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობა და მოქმედი კანონქვემდებარე აქტები;
- სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა;
- სახელმწიფო შესყიდვის სხვადასხვა საშუალებები, მათ ჩატარებასთან დაკავშირებული წესები და პრაქტიკული ასპექტები;
- შესყიდვების დაგეგმვა და მიწოდების ბაზრის კვლევა;
- სპეციფიკაციები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები;
- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ;
- შავი და თეთრი სია;
- უფლებების დაცვა სახელმწიფო შესყიდვებში - დავების საბჭოს საქმიანობა და ტიპიური გადაწყვეტილებები;
- სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული მეთოდური მითითებები და რეკომენდაციები;
- ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები და სამომავლო ცვლილებები;
საჯარო სექტორში მომუშავე (ან მუშაობის მსურველი) პირები, რომელთა უშუალო კომპეტენციაში შედის შესყიდვებთან დაკავშირებული საკითხების წარმოება, მართვა, მონიტორინგი და ანალიზი.
ელექტრონული კურსები