შესავალი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემია დაარსების 10 წლის თავს სტრატეგიული დოკუმენტის განახლებით აღნიშნავს.
რამდენიმე წლიანი წარმატებული მუშაობის შედეგად, აკადემიამ დაამტკიცა, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობის მატარებელია ის საჯარო, კერძო და საერთაშორისო სექტორთათვის. 2015-2020 წლების სტრატეგიაზე დაყრდნობით, აკადემიამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო მოხელეთა, ასევე სხვა საჯარო სამსახურებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლების, უნარებისა და შესაძლებლობების განვითარებაში.
საქართველოში ევროკავშირის დელეგაციისა და მათი ექსპერტების აქტიური ჩართულობით, აკადემიამ განაახლა 2021-2025 წლების სტრატეგია უახლესი მიღწევებისა და ტენდენციების გათვალისწინებით. იმისათვის, რომ სამუშაო გუნდის თითოეული წევრის მოსაზრებები და მოტივაცია დასახულ მიზნებთან სრულ თანხვედრაში მოქცეულიყო, სტრატეგიული დოკუმენტები შეიქმნა მათი უშუალო ჩართულობით.
ახალი სტრატეგია ეყრდნობა წარსულ გამოცდილებასა და ცოდნას. შესაბამისად, ყველა სტრატეგიული მიზანი გამყარებულია კონკრეტული გეგმებითა და კონცეფციებით.
მიზნები ასევე ეხმაურება თანამედროვე გამოწვევებსა და ტენდენციებს. სტრატეგიული მიზნების ეფექტური განხორციელება იქნება გარანტი იმისა, რომ აკადემიამ განაგრძოს წარმატებული გზით სვლა და წინასწარ დაგეგმოს იმ გამოწვევების გადაჭრისა თუ საჭიროებების დაკმაყოფილების გზები, რაც შესაძლოა წარმოიშვას სამუშაო პროცესის განმავლობაში.
აკადემია განახლებულ სტრატეგიას განახორციელებს მენეჯმენტის ჰიბრიდული მიდგომით, სადაც მმართველი რგოლის პარალელურად, თითეული თანამშრომელი პასუხისმგებელი იქნება შესაბამის შედეგებზე.
პროგრამის მართვა
პროგრამის მართვის გუნდი წარმოადგენს აკადემიის ძირითად ფუნქციურ ღერძს. ის უზრუნველყოფს სასწავლო თუ ტრენინგკურსების, სამუშაო შეხვედრების, სემინარებისა და ღია ლექციების წარმატებით განხორციელებას, როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ისე მისი დაქვემდებარებული უწყებებისათვის. ამასთანავე პროგრამების მართვის გუნდის მთავარი საქმიანობაა სასწავლო პროგრამების შეთავაზება სხვა საჯარო დაწესებულებებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის.
განახლებული სტრატეგია ძირითადად კონცენტრირებულია ტრენერებსა და დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებაზე, ასევე, სასწავლო პროცესებისა და გამოცდილების დახვეწაზე.
რეგიონული პროექტების მართვა
2018 წელი მნიშვნელოვანი იყო აკადემიისთვის, რადგან ბათუმში წარმატებით გაიხსნა ფინანსთა სამინისტროს აკადემიის პირველი ფილიალი. აკადემიის ფილიალის საქმიანობა სრულად მოიცავს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას და ახლომდებარე ადმინისტრაციულ ერთეულებს. გახსნის დღიდან ბათუმის ფილიალმა გადაამზადა 7000 -ზე მეტი მონაწილე და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო მოხელეთა უნარების დახვეწასა და ცოდნის გაღრმავებაში.
განახლებული სტრატეგია აძლიერებს აკადემიის ფილიალის როლს ადგილობრივ ხელისუფლებასთან ინტენსიური თანამშრომლობის ფარგლებში და ზრდის საჯარო სექტორის ჩართულობას. აღნიშნულის გარდა, რეგიონული პროექტების მართვის გუნდის მიზანია მომავალში საქართველოს დანარჩენი რეგიონების მოცვა.
საერთაშორისო ურთიერთობები
აკადემია საერთაშორისო ორგანიზაციების სანდო პარტნიორია. მათ შორისაა: საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF), გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GiZ), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), მსოფლიო ბანკი (WB) და სხვა აღიარებული საერთაშორისო ორგანიზაციები.
საერთაშორისო პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, აკადემიამ განახორციელა მნიშვნელოვანი პროექტები, რომელთა გავლენით გაიზარდა საზოგადოების ჩართულობა საერთაშორისო სასწავლო კურსებში და კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდა საერთაშორისო დონის განათლების მიღება როგორც საქართველოში, აგრეთვე მის ფარგლებს გარეთ.
განახლებული სტრატეგია გულისხმობს თანამშრომლობის მეტად გაღრმავებას საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან, გამოცდილების გასაცვლელად, სწავლების თანამედროვე მეთოდების დასანერგად და ერთობლივი სასწავლო პროექტების განსახორციელებლად.
სტრატეგიის მიხედვით ასევე იგეგმება სხვადასხვა პროექტების განხორციელება პარტნიორი ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნითაც.
ხარისხის მენეჯმენტი
აკადემიამ განაახლა ხარისხის მართვის სისტემა ISO 9001: 2015. ამასთანავე, აკადემიამ მიიღო ახალი ISO 21001: 2018 განათლების ხარისხის მართვის სისტემა, რომელიც არეგულირებს საგანმანათლებლო პროცესებს.
განახლებული სტრატეგია გულისხმობს ცოდნისა და გამოცდილების წერილობით, პროცესუალურ, დოკუმენტურ გარდასახვას იმისათვის, რომ აკადემიის საქმიანობა იყოს მეტად მდგრადი და ეფექტური.
საზოგადოებასთან ურთიერთობა და მარკეტინგი
წლების განმავლობაში ნაყოფიერი ფუნქციონირებით აკადემიამ კიდევ უფრო დახვეწა არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებთან კომუნიკაციის ფორმა. ის იყო ერთ-ერთი პირველი ორგანიზაცია, რომელმაც ციფრული პლატფორმები და სხვა ტექნოლოგიური საშუალებები გამოიყენა საზოგადოების მეტი ჩართულობისათვის, რაც წარმატებით აისახა შედეგებზე.
განახლებული სტრატეგია ითვალისწინებს თანამედროვე ტექნოლოგიების და სოციალური მედიის გამოყენებას საზოგადოებასთან, აკადემიის პოტენციურ მომხმარებლებთან სწორად კომუნიკაციაში, მათი ეფექტურად მოზიდვის მიზნით.
ტრენერები
აკადემია თანამშრომლობს მაღალი პროფესიონალიზმისა და რეპუტაციის მქონე ტრენერებთან და ასევე, მუდმივად ანახლებს მათ შემადგენლობას. ტრენერები პასუხისმგებელნი არიან მოთხოვნადი კურსების სილაბუსების შექმნასა და მათ მუდმივ დახვეწა/განახლებაზე.
განახლებული სტრატეგიის მიხედვით, ტრენერებს, მათი პროფესიული გამოცდილების, მოტივაციის ამაღლების და კონტაქტების გაფართოების მიზნით, საშუალება ეძლევათ უსასყიდლოდ დაესწრონ აკადემიაში განხორცილებულ ნებისმიერ სასწავლო ან/და ტრენინგკურსს, საჭიროებების შესაბამისად.
მისია
ფინანსთა სამინისტროს აკადემია წარმოადგენს თანამედროვე საგანმანათლებლო ცენტრს, რომელიც უზრუნველყოფს პროფესიონალიზმის ამაღლებას ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე.
აკადემია აძლიერებს საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებულთა პროფესიულ უნარებსა და შესაძლებლობებს, ხელს უწყობს ფინანსთა სამინისტროს რეფორმების დანერგვას მაღალი ხარისხის სასწავლო პროგრამების, ტრენინგებისა და პროექტების განხორციელების გზით.
აკადემია ხელს უწყობს სწავლისა და განვითარებისათვის საჭირო სერვისების გაძლიერებას, როგორც ფინანსთა სამინისტროში, ისე მის დაქვემდებარებულ სტრუქტურებში.
ხედვა
- ჩვენ ვართ სიახლეებზე ორიენტირებული ორგანიზაცია საგანმანათლებლო სფეროში, რომელიც უზრუნველყოფს მოთხოვნებზე მორგებულ პროექტებს, მათ შორის, სასწავლო ტრენინგკურსებსა და პროგრამებს.
- ჩვენ მხარს ვუჭერთ, როგორც ინდივიდებს, ისე ორგანიზაციებს წარმატებისკენ მიმავალ გზაზე.
- ჩვენი აქტივობები შედეგზე ორიენტირებულია და მუდმივად ამართლებს მიზანს.
- ჩვენ ვაფასებთ და ვზრდით ჩვენს ტრენინგკურსებში მონაწილეების ცოდნასა და უნარებს და ვზრუნავთ მათ პროფესიულ განვითარებაზე. ჩვენ დამატებით ღირებულებას ვძენთ ჩვენს ტრენინგკურსებში მონაწილეების ცოდნასა და უნარებს მათი პროფესიული განვითარების გზაზე.
- თანამედროვე მეთოდოლოგიისა და ციფრული მიდგომების ჩვენეული კომბინაცია პრაქტიკულ და ხელშესახებ შედეგებს იძლევა.
მდგრადობა
თავისი კომპეტენციის ფარგლებში, აკადემია მხარს უჭერს "გაეროს დღის წესრიგი 2030"-ს მდგრადობის მიმართულებით. ის ხელს უწყობს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებას, გაეროს მდგრადი განვითარების დღის წესრიგის გათვალისწინებით ნებისმიერი აქტივობების დაგეგმვა/განხორციელებისას.. ცნობიერების ამაღლების მიზნით, აკადემია გეგმავს ტრენინგებისა და აქტივობების განხორციელებას თავისი თანამშრომლების, ტრენერებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის.
ქალთა ეკონომიკური გაძლიერება
აკადემია აქტიურად მუშაობს ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის, მათ შორის, საბიუჯეტო ორგანიზაციებში გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტის დანერგვისა და განხორციელების მიმართულებით, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით (UN Women). აკადემია ქალთა გაძლიერების პრინციპებისადმი ერთგულია და მხარს უჭერს გენდერულ თანასწორობას სამუშაო ადგილებზე.
სტრატეგიული მიზნები
1. აკადემია უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში მყოფ უწყებებში თანამშრომლების ცოდნის, პროფესიული უნარებისა და კომპეტენციების გაღრმავებას, რაც ხელს შეუწყობს მათი კარიერული წინსვლისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას.
2. აკადემია უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის, თანამედროვე და პრაქტიკულ სასწავლო პროგრამების მიწოდებას, რომლებიც მორგებულია ორგანიზაციებისა და ინდივიდების მოთხოვნებზე. აკადემია თანამშრომლობს პროფესიონალ ტრენერებთან და მუდმივად ანახლებს ტრენერთა გუნდს.
3. აკადემია არის საიმედო და სანდო საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ოპერირებს საქართველოს ყველა რეგიონში და დაინტერესებულ მხარეებს სთავაზობს სასწავლო თუ ტრენინგ პროგრამებსა და სხვა აქტივობებს.
4. აკადემია, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, აქტიურად ნერგავს ციფრულ ალტერნატივებს ონლაინ/დისტანციური/შერეული სწავლების მეთოდოლოგიაში.
5. აკადემია დაინტერესებულ მხარეებს სთავაზობს უახლესი ინვენტარით აღჭურვილ სასწავლო გარემოს, რაც დადებითად მოქმედებს ტრენერებისა და მონაწილეების სამუშაო განწყობაზე. აკადემიის მიერ გამოყენებული ტექნოლოგიური ბაზა თანხვედრაშია ონლაინ/დისტანციური/შერეული სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიასთან.
6. აკადემია წარმოადგენს საიმედო საგანმანათლებლო ცენტრს, რომელიც ოპერირებს ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე და დაინტერესებულ პირებს სთავაზობს, როგორც სასწავლო პროექტებს, ასევე მათი შესაძლებლობების გაძლიერებაზე მიმართულ აქტივობებს. აკადემია სტრატეგიული და სანდო პარტნიორია საჯარო და კერძო სექტორისათვის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის.
7. აკადემიაში შექმნილია ფუნქციური და უსაფრთხო სამუშაო გარემო პერსონალისათვის (თანამშრომლები, ტრენერები.). ის ხელს უწყობს მათი შესაძლებლობებისა და უნარების განვითარებას, ასევე არსებული ცოდნის მაქსიმალურ გამოყენებას.
8. აკადემია თავის საქმიანობას წარმართავს ხარისხის მართვის საერთაშორისო სისტემების შესაბამისად (ISO 9001-2015; ISO 21001- 2018). იგი გამოირჩევა პროცესზე ორიენტირებული მიდგომითა და ეფექტური მენეჯმენტით.
9. აკადემია აყალიბებს ტრენინგების საჭიროებათა ანალიზის პროცესს, რომელიც აერთიანებს საკონსულტაციო ელემენტებსაც. შემდგომი ინსტიტუციონალური განვითარების მიზნით, აკადემია აიდენტიფიცირებს გასაუმჯობესებელ პროცესებს.
10. აკადემია ორიენტირებულია შეინარჩუნოს არსებული და მოიზიდოს ახალი მომხმარებელი, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. იგი გამოირჩევა მომხმარებელთა მომსახურების მაღალი სტანდარტებით.
სამოქმედო გეგმა
მიზანი 1 - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
აკადემია უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში მყოფ უწყებებში თანამშრომლების ცოდნის, პროფესიული უნარებისა და კომპეტენციების გაღრმავებას, რაც ხელს შეუწყობს მათი კარიერული წინსვლისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას.
ამოცანები
1. აკადემია შესთავაზებს სპეციალიზებულ კურსებსა და მომსახურებებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებს და უზრუნველყოფს მათი პროფესიული ცოდნისა და უნარების განვითარებას.
2. აკადემია მხარს დაუჭერს ტრენინგების საჭიროებების ანალიზის განხორციელებას და ფინანსთა სამინისტროს და მის დაქვემდებარებაში მყოფ ორგანიზაციებს შესთავაზებს შედეგებზე დაფუძნებულ, მოთხოვნებსა და საჭიროებებზე მორგებულ სასწავლო და ტრენინგკურსებს.
3. შედეგების ეფექტურობის გასაზრდელად, აკადემია განახორციელებს სასწავლო და ტრენინგკურსებს, სემინარებს, კონფერენციებს, სამუშაო შეხვედრებს და სხვა სასწავლო პროექტებს.
ინდიკატორები
1. ფინანსთა სამინისტროს გადამზადებული თანამშრომლების რაოდენობა წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 5% - ით იზრდება.
2. TNA შედეგების მიხედვით, აკადემია ყოველწლიურად აგროვებს, აანალიზებს და გეგმავს ტრენინგებს.
3. აკადემია ატარებს სასწავლო და ტრენინგ კურსებს, სემინარებს, კონფერენციებს, სამუშაო შეხვედრებს და სხვა სასწავლო პროექტებს, რომელთა რიცხვიც ყოველწლიურად იზრდება 2 % -ით
მიზანი 2 - ტრენერები და მათი პროგრამა
აკადემია უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის, თანამედროვე და პრაქტიკული ხასიათის სასწავლო პროგრამების მიწოდებას, რომლებიც მორგებულია ორგანიზაციებისა და ინდივიდების მოთხოვნებზე. აკადემია თანამშრომლობს პროფესიონალ და მაღალი რეპუტაციის მქონე ტრენერებთან და მუდმივად ანახლებს ტრენერთა გუნდს.
ამოცანები
1. მათი პროფესიონალიზმის, უნარებისა და მოტივაციის ასამაღლებლად, აკადემია შეიმუშავებს ტრენერთა განვითარების პროგრამას.
2. აკადემია მუდმივად ეცდება მოიზიდოს დარგის ექსპერტები და განავითაროს მათი ტრენერული უნარები ორგანიზაციის სტანდარტების შესაბამისად.
3. აკადემია განაგრძობს პროფესიონალი, მაღალკვალიფიციური ტრენერების ძიებას, ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე.
ინდიკატორები
1. 2021 წლიდან აკადემია ყოველწლიურად ატარებს სულ მცირე ორ სამუშაო შეხვედრას, ტრენერების მეთოდოლოგიისა და პროფესიული უნარების განვითარების მიზნით.
2. ყოველწლიურად აკადემიის მიერ ორგანიზებულია მინიმუმ ერთი გუნდური აქტივობა, ტრენერების მოტივაციის გაძლიერებისა და კავშირების გაფართოების მიზნით.
3. აკადემია იკვლევს ექსპერტთა ბაზარს, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ და ატარებს ტრენერთა ტრენინგს – არჩეული დარგის ექსპერტებისთვის (10-მდე ექსპერტი წელიწადში). წარმატებული ექსპერტების 20% განაგრძობს ტრენერად მუშაობას აკადემიაში.
4. 2021 წლიდან აკადემია ეძებს საშუალოდ ხუთ მაღალკვალიფიციურ ტრენერს წელიწადში. არჩეული ტრენერები ატარებენ სადემონსტრაციო ტრენინგს და ფასდებიან აკადემიის საბჭოს მიერ შესაბამისი სტანდარტების მიხედვით.
მიზანი 3 - პოზიციონირება რეგიონულ დონეზე
აკადემია არის საიმედო და სანდო საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც პოზიციონირებს საქართველოს ყველა რეგიონში და დაინტერესებულ მხარეებს სთავაზობს სასწავლო და ტრენინგ პროგრამებს და სხვა აქტივობებს.
ამოცანები
1. აკადემიას ეყოლება ადგილობრივი წარმომადგენლობა საქართველოს ყველა რეგიონში.
2. აკადემია განახორციელებს საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარების საბაზისო პროგრამებს მთელი საქართველოს მასშტაბით.
3. აკადემია მხარს დაუჭერს მუნიციპალიტეტებში საჯარო მოსამსახურეთა უნარ - ჩვევებისა და კომპეტენციების ამაღლებას.
4. აკადემია უზრუნველყოფს განათლების მიღების ინკლუზიურ და თანაბარ შესაძლებლობებს და ხელს შეუწყობს სატრენინგო მომსახურებების მიღების შესაძლებლობების განვითარებას, როგორც რეგიონულ ასევე საერთაშორისო დონეზე.
ინდიკატორები
1. 2025 წლისთვის აკადემიის წარმომადგენლობა გაიზრდება და საქართველოს მინიმუმ 8 რეგიონს დაფარავს.
2. საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარების საბაზისო პროგრამების რაოდენობა მინიმუმ 2% -ით გაიზრდება, წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით.
3. აკადემია განახორციელებს სასწავლო და ტრენინგკურსებს, სამუშაო შეხვედრებსა და სემინარებს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისათვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
4. აკადემია უზრუნველყოფს საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში თანაბარი მასშტაბის და რაოდენობის აქტივობების განხორციელებას. სპეციალური საჭიროებების მქონე პირებს შეეძლებათ დაესწრონ კურსებს ონლაინ და/ან პირისპირ რეჟიმში.
მიზანი 4 - გაციფრულება
აკადემია, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, აქტიურად ნერგავს ციფრულ ალტერნატივებს ონლაინ/დისტანციური/შერეული სწავლების მეთოდოლოგიაში.
ამოცანები
1. აკადემია შეისწავლის ბაზარს, რომ ტექნიკა და პროგრამული უზრუნველყოფა მუდმივ რეჟიმში პასუხობდეს თანამედროვე გამოწვევებსა და სტანდარტებს რათა უზრონველყოფილი იყოს ონლაინ/დისტანციური/შერეული სწავლების მაღალი ხარისხი.
2. აკადემია შეიმუშავებს აკადემიის პროცესების ონლაინ მართვის პროგრამას.
3. აკადემია შეიმუშავებს ონლაინ სწავლების პლატფორმას, მონაწილეთა მეტი ჩართულობისა და კონტენტის ეფექტურად მართვის მიზნით.
4. აკადემიის თანამშრომლებს (მათ შორის ტრენერებს) ექნებათ ნებისმიერი სიახლისა და ტრანსფორმაციის მიღების და გაზიარების მზაობა, ასევე, ექნებათ უნარი, პრაქტიკულ საქმიანობაში დანერგონ აკადემიის მიერ გამოყენებული მეთოდოლოგიები და ტექნოლოგიები.
ინდიკატორები
1. აკადემიაში წელიწადში ორჯერ ხორციელდება საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის პროგრამული უზრუნველყოფისა და აპლიკაციების ბაზრის ანალიზი და ანგარიში წარედგინება მენეჯმენტს.
2. ციფრული ტრანსფორმაციისათვის აკადემიის პროცესების მართვის პროგრამული უზრუნველყოფა (დისტანციური/შერეული სწავლების სისტემა) 2022 წლის დეკემბრამდე დაინერგება.
3. 2021 წლის დეკემბრისთვის შემუშავდება და სატესტო რეჟიმში გაეშვება ერთი ონლაინ სასწავლო კურსი. 2022 წლიდან აკადემიის თითოეული დეპარტამენტი ან სამსახური ყოველწლიურად დანერგავს ერთ ონლაინ სასწავლო კურსს.
4. 2021 წლიდან აკადემია ყოველწლიურად ატარებს ტრენერებისა და თანამშრომლებისათვის სპეციალურ საკვალიფიკაციო პროგრამებს, ახალი პროგრამებისა და მოწყობილობების გამოყენების ინსტრუქტაჟის ფორმატში.
მიზანი 5 - ინფრასტრუქტურა
აკადემიის უახლესი ინვენტარით აღჭურვილი სასწავლო გარემო სამუშაო განწყობას უმაღლებს ტრენერებსა და მონაწილეებს. აკადემიის მიერ გამოყენებული ტექნოლოგიური ბაზა მხარს უჭერს ონლაინ, პირისპირ და დისტანციური სწავლების მეთოდოლოგიის თანამედროვე სტანდარტებს.
ამოცანები
1. საერთაშორისო ISO და შრომის ინსპექციის სტანდარტებზე დაყრდნობით, აკადემია უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურის სტანდარტების მონიტორინგს.
2. აკადემია განახორციელებს ინსპექტირებას პროგრამული უზრუნველყოფის და ონლაინ ინსტრუმენტების გამოყენებასთან დაკავშირებით და შეიმუშავებს მათი ფუნქციონირების, სარგებლიანობისა და შემდგომი გაუმჯობესების აუცილებლობის გეგმას.
3. ტრენერებსა და მონაწილეებს შეეძლებათ სწორად გამოიყენონ შეთავაზებული ციფრული მოწყობილობები, რათა უკეთესად აითვისონ სასწავლო მასალები და ხელი შეუწყონ სწავლების პროცესს.
ინდიკატორები
1. 2021 წლიდან აკადემიის შესაბამისი სამსახური ყოველწლიურად აფასებს და აუმჯობესებს (საჭიროების შემთხვევაში) ინფრასტრუქტურასა და ტექნოლოგიურ აღჭურვილობას თბილისსა და ბათუმის ფილიალში, ანგარიშს კი წარუდგენს მენეჯმენტს.
2. ახალი სასწავლო პლატფორმის დანერგვის შემთხვევაში, მონაწილეებისა და ტრენერებისათვის მომზადდება ვიდეო გაკვეთილები და მკაფიო ინსტრუქციები, მისი გამოყენების შესახებ.
მიზანი 6 - საერთაშორისო ურთიერთობები და თანამშრომლობა
აკადემია წარმოადგენს სანდო საგანმანათლებლო ცენტრს, რომელიც ოპერირებს როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ბაზარზე. აკადემია მონაწილეებს სთავაზობს შესაძლებლობების ზრდის და განვითარებაზე ორიენტირებულ აქტივობებს ტრენინგების განხორციელების გზით.
ამოცანები
1. აკადემია შესთავაზებს სასწავლო და ტრენინგკურსებს, ასევე სხვა მომსახურებას საზღვარგარეთ მცხოვრებ მონაწილეებს, საქართველოში მოქმედ უცხოურ და საერთაშორისო ორგანიზაციებს.
2. საქართველოს საჯარო სტრუქტურებს, რომლებიც გამოხატავენ ინტერესს და განახორციელებენ ტრენინგების საჭიროებების შეფასებას აკადემიის ჩართულობით, აკადემია დაეხმარება შესაბამისი დონორი ორგანიზაციების მოძიებაში, ფინანსური სახსრების მობილიზების მიზნით.
3. აკადემია შეეცდება გააძლიეროს პარტნიორი ორგანიზაციების თანამშრომლების პროფესიული უნარ-ჩვევები და აამაღლოს მათი კვალიფიკაცია, შესაბამისი აქტივობების განხორციელების გზით.
4. აკადემია მოიზიდავს ახალ პარტნიორ ორგანიზაციებს მთელი ქვეყნის მასშტაბით; მათ შორის, რეგიონულ საერთაშორისო პარტნიორ ორგანიზაციებს ან ინსტიტუციებს ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით.
ინდიკატორები
1. აკადემია ყოველწლიურად ახორციელებს სასწავლო პროგრამებს (აკრედიტებული საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ), რის შესაბამისადაც 2021 წლიდან ფორმდება მემორანდუმები/კონტრაქტები. აკადემია ყოველწლიურად ატარებს მინიმუმ ორ სასწავლო კურსს უცხო ენაზე, თითოეულს 10-მდე მონაწილისათვის.
2. 2022 წლიდან აკადემია უზრუნველყოფს დონორი ორგანიზაციების მხრიდან იმ საჯარო უწყებებისთვის დაფინანსებას, რომლებსაც ხელს უწყობს TNA–ს განხორციელებაში.
3. აკადემია უზრუნველყოფს მინიმუმ ორ პროექტს შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით, რომელიც მოიცავს აკადემიის გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას.
4. აკადემია ყოველწლიურად ახორციელებს სამამდე ერთობლივ პროექტს არსებულ და ახალ რეგიონულ/საერთაშორისო პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად.
მიზანი 7- სტრატეგიული HR & ორგანიზაციული განვითარება
აკადემიაში შექმნილია ფუნქციური და უსაფრთხო სამუშაო გარემო პერსონალისათვის (თანამშრომლები, ტრენერები). ორგანიზაცია ხელს უწყობს მათ შესაძლებლობებისა და უნარების განვითარებას, ასევე, არსებული ცოდნის მაქსიმალურად გამოყენებას.
ამოცანები
1. აკადემია აფასებს და მუდმივად ზრუნავს პერსონალის განვითარებაზე, კმაყოფილებასა და მოტივაციაზე.
2. აკადემიის გუნდი სრულად ინფორმირებულია საკუთარი უფლებების, მოვალეობებისა და პასუხისმგებლობების შესახებ, რაც ხელს უწყობს მათი მოტივაციის ამაღლებას და შრომის ნაყოფიერებას.
1. კვლევა სამუშაო კმაყოფილების შესახებ ტარდება წელიწადში ერთხელ
1.1 სხვადასხვა ტიპის აქტივობები, შეფასებითი ინტერვიუები და განვითარების ინდივიდუალური გეგმები ყოველწლიურად მუშავდება, თანამშრომელთა განვითარების გეგმის შესაბამისად.
1.2 2021 წლის დეკემბრამდე აკადემია გაანალიზებს და განაახლებს თანამშრომლების სამუშაოს აღწერილობას, დანერგილი HR სისტემის შესაბამისად.
2. ხარისხის მართვის სისტემის მიხედვით, სასწავლო პროცესების შესახებ ინფორმირებულია აკადემიის თითოეული თანამშრომელი (ონლაინ, დისტანციური და პირისპირ სწავლება), 2021 წლის დეკემბრამდე.
მიზანი 8 - ხარისხის მენეჯმენტი
ფინანსთა სამინისტროს აკადემია ოპერირებს ხარისხის მართვის საერთაშორისო სისტემების შესაბამისად (ISO-9001:2015; ISO-21001:2018). აკადემია ხასიათდება პროცესზე ორიენტირებული მიდგომითა და ეფექტური მენეჯმენტით.
ამოცანები
1. აკადემია გადადის ISO 9001-2015 ხარისხზე. აკადემია ასევე მიიღებს ISO 21001-2018 სერტიფიცირებას.
2. აკადემია დანერგავს, შეასრულებს და მონიტორინგს გაუწევს ISO სტანდარტების შესაბამისად, ხარისხის მართვის სისტემების მოთხოვნების სრულად შესრულებას.
ინდიკატორები
1. 2021 წელს აკადემია მიიღებს ISO 21001: 2018 სერტიფიკატს და იზრუნებს მის შენარჩუნებაზე. აკადემია მოახდენს რესერტიფიცირებას ISO 9001: 2015 - ზე 2021 წლის სექტემბრამდე.
2. აკადემია ყოველწლიურად განახორციელებს მენეჯმენტ სისტემის სტანდარტების გარე აუდიტს. აკადემია ატარებს შიდა აუდიტს წელიწადში ორჯერ. პროცესები ხელახლა ფასდება აუდიტის შედეგების შემდგომ და იქმნება გაუმჯობესების შესაბამისი სამოქმედო გეგმა.
მიზანი 9 - ტრენინგის საჭიროებების ანალიზი და საკონსულტაციო მომხსახურება
აკადემია შეიმუშავებს და დახვეწავს ტრენინგების საჭიროებების ანალიზის პროცესებს, რომელებიც საკონსულტაციო ელემენტებსაც აერთიანებს. აკადემია გაუმჯობესების პროცესს განსაზღვრავს, როგორც ყოვლისმომცველ მიდგომას შემდგომი ინსტიტუციური განვითარებისათვის.
ამოცანები
1. აკადემია იქნება სტრატეგიული და სანდო პარტნიორი ადგილობრივი ორგანიზაციებისთვის საჯარო და კერძო სექტორში. აკადემია შეეცდება გაზარდოს პარტნიორი ორგანიზაციების რაოდენობა TNA–ს განსახორციელებლად და შესთავაზოს მათ შედეგებზე დაფუძნებული სასწავლო გეგმები.
2. აკადემია მოიზიდავს ახალ, ადგილობრივ პარტნიორ ორგანიზაციებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ინდიკატორები
1. 2021 წლიდან აკადემია ატარებს TNA-ს მინიმუმ ორი პარტნიორი ორგანიზაციისთვის. იგი ამუშავებს TNA შედეგებს და ქმნის საჭიროებებზე მორგებულ სასწავლო სამოქმედო გეგმას. აკადემია შეიმუშავებს სასწავლო და ტრენინგპროგრამებს პარტნიორი ორგანიზაციების თანამშრომლებისთვის სამოქმედო გეგმის მიხედვით.
2. 2021 წლიდან აკადემია მოძებნის და მოიზიდავს სულ მცირე ხუთ ახალ ადგილობრივ პარტნიორ ორგანიზაციას.
მიზანი 10 - მარკეტინგული კომუნიკაცია და მომხმარებელზე ზრუნვა
აკადემია ორიენტირებულია შეინარჩუნოს არსებული მომხმარებლები და მოიზიდოს ახალი, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. აკადემია გამოირჩევა მომხმარებელთა მომსახურების მაღალი სტანდარტებით.
ამოცანები
1. აკადემია გამოიყენებს სოციალურ მედიასა და ვებ-რესურსებს, იმისათვის, რომ გააანალიზოს და ანალიტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით უზრუნველყოს მომხმარებელთა ჩართულობა.
2. აკადემია მხარს დაუჭერს თავის წარმომადგენლობებს რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე, შესაბამისი საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების გზით.
3. ახალი მომხმარებლების მოზიდვის მიზნით, აკადემია განახორციელებს სხვადასხვა ტრენინგსა და საჯარო ლექციათა კურსს, რომელიც უპასუხებს თანამედროვე ტენდეციებს, სოციალურ საჭიროებებსა და გამოწვევებს.
4. აკადემია უზრუნველყოფს ონლაინ „შუალედურ და საბოლოო გამოკითხვებს“ სასწავლო თემატიკის გასაანალიზებლად და მონაწილეების შეფასებების მისაღებად.
5. აკადემია განახორციელებს კვლევებს ტრენინგის დასრულებიდან 3 და 6 თვის შემდეგ, სასწავლო მოდულების ეფექტურობის შეფასების მიზნით.
ინდიკატორები
1. აკადემია ყოველთვიურად აანალიზებს სოციალური მედიის და სხვა ონლაინ რესურსების შედეგებს და შესაბამისად, გეგმავს შემდგომ საქმიანობას.
2. აკადემია, ტრენინგების გეგმის შედგენისას ონლაინ წყაროების გამოყენებით, უზრუნველყოფს საქართველოს მასშტაბით მონაწილეების თანაბარ ჩართულობას.
3. აკადემია მიჰყვება სატრენინგო ბაზრის ტენდენციებს, მოქმედებს შესაბამისად და ატარებს სადემონსტრაციო/საჩვენებელ სამუშაო შეხვედრებსა და ღია ლექციებს.
4. ყოველი ტრენინგის შემდეგ ტარდება მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევა ISO 21001:2018 სტანდარტების შესაბამისად, ტრენინგის, ტრენერის და ორგანიზაციული მხარის ეფექტურობისა და ხარისხის შესაფასებლად.
5. აკადემია კურსის დასრულების შემდეგ ახორციელებს შემთხვევით შერჩეული მონაწილეების გამოკითხვას, რათა გაანალიზოს და შესაბამისი ცვლილებები შეიტანოს ტრენინგის მოდულსა და მონაწილეებთან დამოკიდებულებაში.