სასწავლო და ტრენინგკურსები
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და OECD/SIGMA-ს მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საჯარო სექტორში პირველად დაიწყო შიდა აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამა, რომელსაც ფინანსთა სამინისტროს აკადემია ახორციელებს.
პროგრამა მიზნად ისახავს, ქვეყნის მასშტაბით, შიდა აუდიტის საქმიანობის საერთაშორისო სტანდარტებთან მეტად მიახლოვებას, შიდა აუდიტორთა კვალიფიკაციის ამაღლების გზით.
შიდა აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამა შემუშავებულია ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის - ჰარმონიზაციის ცენტრისა და OECD-SIGMA-ს მრავალწლიანი თანამშრომლობის საფუძველზე, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით.
სერტიფიცირების მოდულები მოიცავს შიდა აუდიტორთათვის უმნიშვნელოვანეს მიმართულებებს, რომლებიც ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება საქართველოს საჯარო სექტორში, მათ შორის ეფექტიანობის აუდიტი და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი, ასევე ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამის დანერგვის მიდგომები და საუკეთესო პრაქტიკები.