GRB-გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირება, როგორც კარგი ბიუჯეტირების პოლიტიკა
მიზანია, ცენტრალური და ადგილობრივი თვითმმართველობების საჯარო მოხელეები დახელოვნდნენ გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირების საკითხებში და პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებისას და პროგრამული ბიუჯეტირებისას შეძლონ გენდერული ასპექტების გათვალისწინება.
- გენდერი: ძირითადი ტერმინები, გენდერი და გენდერული თანასწორობა, გენდერული ბიუჯეტირების არსი და მნიშვნელობა გენდერული თანასწორობისთვის;
- რა არის გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირება - რადიკალური კონცეფცია თუ უბრალოდ კარგი ბიუჯეტირება;
- გენდერული ბიუჯეტირების საერთაშორისო პრაქტიკის მიმოხილვა, გენდერული თანასწორობის პოლიტიკა საქართველოში ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე, საერთაშორისო ვალდებულებები, კანონმდებლობა, გენდერი საერთაშორისო ინდექსებში;
- გენდერული თანასწორობის დოკუმენტები სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, მათ მიერ განხორციელებული აქტივობები და განსხვავებული პრაქტიკები - ჯგუფური მუშაობა;
- გენდერული ბიუჯეტირების მიდგომები, გენდერული ბიუჯეტის დაგეგმვის ძირითადი ფაქტორები, ჯგუფური მუშაობა - ქეისების განხილვა;
- გენდერული ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპები - GRB ციკლი, GRB ინსტრუმენტები, გენდერული მეინსტრიმინგი საბიუჯეტო პროცესში და გენდერული ბიუჯეტირება, როგორც პროგრამული ბიუჯეტირების შემადგენელი ნაწილი;
- პროგრამული ბიუჯეტი და გენდერული ასპექტების გათვალისწინება
- ჯგუფური სავარჯიშო წინა 2 დღის საკითხებთან დაკავშირებით, პროგრამული ბიუჯეტის არსი, პროგრამები, ქვეპროგრამები, ინდიკატორები, პროგრამული ბიუჯეტის დანართი, პროგრამულ ბიუჯეტში გენდერული ასპექტების გათვალისწინება;
- გენდერული ასპექტების ინტეგრირება საბიუჯეტო დოკუმენტებში წინასწარ შერჩეული პროგრამის ანალიზი, ჯგუფური დავალება - პროგრამის შემუშავება თემატიკის მიხედვით (თითოეულ ჯგუფს ექნება 1 თემატიკა მაგ: საგზაო ინფრასტრუქტურა, კულტურა, სპორტი) გენდერული ასპექტების ასახვა შემუშავებულ პროგრამაში;
- სექტორების გენდერული მნიშვნელობა, წინასწარ შერჩეული სექტორის განხილვა და გენდერული მნიშვნელობის შეფასება;
- წინასწარ შერჩეული პროგრამის განხილვა;
- ჯგუფური სამუშაო: პროგრამების ანალიზი და მათი გენდერული მნიშვნელობის განსაზღვრა;
- საჯარო ფინანსების მართვის შეფასება გენდერულ ჭრილში - PEFA -ს შეფასებაში GRB;
აღმასრულებელი ხელისუფლება:
- პოლიტიკის წარმმართველი დეპარტამენტები;
- საფინანსო ეკონომიკური სამსახურები;
ადგილობრივი თვითმმართველობა (მერია, საკრებულო, მუნიციპალიტეტები)
- მუნიციპალური სამსახურების (ჯანდაცვა, განათლება, სოციალური, ეკონომიკური, ინფრასტრუქტურის მიმართულებები);
- სტრუქტურული ერთეულების. (საფინანსო, შიდა აუდიტი) ხელმძღვანელები;
- გენდერულ საკითხებზე პასუხისმგებელი პირები (მერია, საკრებულო);