E-CUSTOMS -ის დეკლარირების მოდულთან მუშაობა - სრული კურსი
კურსის მიზანია მონაწილეებს შეასწავლოს E-CUSTOMS-ის დეკლარირების მოდულთან მუშაობა. მათ შორის:
- საქონლის საბაჟო დეკლარაციის ელექტრონულად შევსება
- საბაჟო ფორმალობებთან დაკავშირებული გამარტივებული პროცედურები
- ელექტრონული სერვისები: დეკლარაციის შევსება, შემოწმება, იმპორტის გადასახდელების დარიცხვა; შეღავათებით სარგებლობა, ღირებულების განსაზღვრა, საბაჟო კოდების (სეს ესნ კოდების) მოძებნის პრინციპები და სხვა
- “E-CUSTOMS”–ის დეკლარირების მოდულის მიმოხილვა;
- დეკლარირების არსი და მნიშვნელობა
- დეკლარირების ფორმები და საბაჟო დეკლარაციის სახეები
- დეკლარირებისას წარსადგენი საბაჟო დოკუმენტაცია
- საბაჟო დეკლარაციის შევსების წესი
- იმპორტის საბაჟო დეკლარაციის შევსების წესი
- ექსპორტის საბაჟო დეკლარაციის შევსების წესი
- დეკლარირებული საქონლის მიმართ გასატარებელი საბაჟო კონტროლის ღონისძიებები შესაბამისი დერეფნების მიხედვით (წითელი ,ყვითელი,ლურჯი, მწვანე დერეფანი)
- დეკლარაციის შემოწმების და გაშვების პროცედურები
- საბაჟო კოდების (საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურა) მოკლე მიმოხილვა, პრაქტიკული ქეისების განხილვა
- წარმოშობის ქვეყნის ცნება; არაპრეფერენციული და პრეფერენციული წარმოშობა; წარმოშობის ქვეყნის დადგენის ძირითადი კრიტერიუმები; წარმოშობის სერთიფიკატების სახეები, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებები
- საბაჟო ღირებულება, ინკოტერმსი
- საბაჟო ფორმალობების დროს გამოსაყენებელი საბაჟო პროცედურების (იმპორტი; ექსპორტი; სპეციალური პროცედურები; რეექსპორტი) მოკლე მიმოხილვა
- იმპორტის გადასახდელის და შეღავათების მოკლე მიმოხილვა
- შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდის და გათავისუფლების ზოგადი მიმოხილვა
- საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა/გატანასა და საბაჟო ფორმალობებთან დაკავშირებული გამარტივებული პროცედურები და ელექტრონული სერვისები გადამხდელის ავტორიზებული და არაავტორიზებული გვერდიდან.
საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებში ჩართული პირები