მარკეტინგული აქტივობები და ციფრული ეკონომიკის გამოწვევები დღგ-ის კონტექსტში
კურსის მიზანია, მონაწილეებს გააცნოს მარკეტინგული აქტივობის და თანამდროვე ციფრული ეკონომიკის სფეროში არსებული ოპერაციების დღგ-ით დაბეგვრასთან დაკავშირებული თავისებურებები და სამართლებრივი ასპექტები ევროკავშირის პრაქტიკის, აქტუალური ქეისების, პრაქტიკული მაგალითების გამოყენებით, აღნიშნული ოპერაციების მრავალფეროვენებისა და სპეციფიკის, ასევე, 2021 წლიდან საგადასახადო კანონმდებლობაში ამოქმედებული ცვლილებების გათვალისწინებით.
საკითხი 1 - დასაბეგრი ოპერაციების ცნება ევროკავშირის პრაქტიკისა და კანონმდებლობის გათვალისწინებით - 2,5 სთ
- საქონლის მიწოდება და მომსახურების გაწევა
- მიწოდება ანაზღაურების სანაცვლოდ
- პირდაპირი კავშირი მიწოდებასა და ანაზღაურებას შორის
- მიღებული/მისაღები ანაზღაურების ცნება
- დასაბეგრი პირის ცნება
- ეკონომიკური საქმიანობა
საკითხი 2 - შერეული მიწოდება - 2,5 სთ
- დამხმარე და უშუალოდ დაკავშირებული ოპერაციები;
- მრავალკომპონენტიანი და ერთიანი მიწოდება
- ევროპული პრაქტიკა
საკითხი 3 - ფასდაკლება, დათმობა და უსასყიდლო მიწოდება - 5 სთ
- ფასდაკლებისა და დათმობის ცნება
- ანაზღაურების გარეშე მიწოდების ცნება
- გამიჯვნა ბარტერული ოპერაციებისგან
- რთული მარკეტინგული სქემების (მაგალითად, დაგროვებითი ბარათების გამოყენებით განხორციელებული ოპერაციების) დაბეგვრის სირთულეები
- ევროპული პრაქტიკა
საკითხი 4 - ვაუჩერები - 2,5 სთ
- ერთჯერადი და მრავალჯერადი ვაუჩერები
- სხვა ტიპის ვაუჩერები
- ევროპული პრაქტიკა
საკითხი 5 - ციფრული ეკონომიკის გარკვეული ასპექტები - 2,5 სთ
- ელექტრონული ბილეთების რეალიზაცია
- ვირტუალური მომსახურება
- ოპერაციები კრიპტოვალუტასთან
- ევროპული პრაქტიკა
- კერძო სექტორის ბუღალტრები, ფინანსისტები;
- იურისტები;
- აუდიტორული კომპანიის წარმომადგენლები;
- აღნიშნული სფეროთი დაინტერესებული დღგ-ის გადამხდელი საკუთარი ბიზნესის მქონე პირები;