რისკების მართვა საჯარო დაწესებულებებში
საჯარო სამსახურის მენეჯერებისა და საჯარო მოსამსახურეების ცნობიერების ამაღლება მათი საქმიანობის მიზნებთან მიმართებით რისკების იდენტიფიკაციის, შეფასებისა და მართვის კუთხით, ასევე, რისკის მართვის საერთაშორისო და ადგილობრივი მარეგულირებელი ჩარჩოს, კარგი პრაქტიკებისა და ტექნიკების მიმართულებით. ტრენინგკურსი ორიენტირებულია დამსწრე აუდიტორიისთვის ერთი მხრივ, რისკის მართვის მთლიანი სისტემის გაცნობაზე, მეორე მხრივ კი, მისი საჯარო სამსახურის ყოველდღიურ საქმიანობაში ინტეგრირების შესაძლებლობების განხილვაზე.
დღე 1
- შესავალი/მისალმება - 15 წუთი;
- მოლოდინები - 10 წუთი;
- Menti.com - რას გულისხმობს შიდა კონტროლის სისტემა საჯარო დაწესებულებაში? – 10 წუთი;
- შიდა კონტროლის სისტემა საჯარო სექტორში - 45 წუთი;
- შესვენება - 20 წუთი;
- მითები რისკის მართვის შესახებ - 15 წუთი (wordwall.net);
- რისკის მართვის როლი საჯარო დაწესებულებებში - 15 წუთი;
- რისკის მართვის ძირითადი სტანდარტები - 25 წუთი;
- როლები და პასუხისმგებლობები რისკის მართვის პროცესში - 15 წუთი;
- პირველი დღის შეჯამება - 10 წუთი;
დღე 2
- მისალმება/პირველი დღის მიმოხილვა - 15 წუთი;
- რისკები და მათი კატეგორიები - 35 წუთი;
- ჯგუფური სავარჯიშო 1 - ძირითადი პროცესების, მათი მფლობელების და მიზნების განსაზღვრა, რისკების იდენტიფიკაცია მათი კატეგორიების მითითებით – 30 წუთი;
- შესვენება - 20 წუთი;
- კონტროლის ღონისძიებები - 35 წუთი ;
- ჯგუფური სავარჯიშო 2 - შერჩეულ პროცესებთან და რისკებთან მიმართებით უკვე არსებული კონტროლის ღონისძიებებისა და მათი ტიპების განსაზღვრა - 30 წუთი;
- Kahoot.it - მეორე დღის შეჯამება - 15 წუთი;
დღე 3
- წინა დღის მიმოხილვა - 15 წუთი;
- რისკის მართვის პროცესი - 35 წუთი;
- რისკის ხარისხობრივი შეფასება - 30 წუთი;
- შესვენება - 20 წუთი;
- ჯგუფური სავარჯიშო 3 - იდენტიფიცირებული რისკების ალბათობისა და ზეგავლენის შეფასება, საპასუხო რეაგირების შერჩევა - 30 წუთი;
- რისკის მართვის პროცესის მხარდამჭერი დოკუმენტაცია - 30 წუთი;
- მესამე დღის შეჯამება - 10 წუთი;
დღე 4
- წინა დღის მიმოხილვა - 15 წუთი;
- რისკის რეესტრი - 20 წუთი;
- რისკის ძირითადი ინდიკატორი - 20 წუთი;
- ინციდენტების მართვა - 15 წუთი;
- შესვენება - 20 წუთი;
- რისკების კომუნიკაცია - 15 წუთი;
- ჯგუფური სავარჯიშო 4 - რისკების და ინციდენტების რეესტრების შევსება - 35 წუთი;
- რისკის მართვის სისტემის შეფასება - 20 წუთი;
- ტრენინგის შეჯამება - შეფასება, მოლოდინებთან შესაბამისობის განხილვა, უკუკავშირის მიღბა - 20 წუთი;
კურსი განკუთვნილია როგორც ცენტრალური, ისე ავტონომიური ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებული საჯარო სამსახურის მენეჯერებისა და საჯარო მოსამსახურეებისთვის.