საგადასახადო დაბეგვრის საკითხები უსასყიდლოდ საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დროს (მათ შორის, ჩუქება)
ტრენინგის მიზანია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების გადასახადებით დაბეგვრის შედეგებისა და მოსალოდნელი საგადასახადო რისკების შეფასება-განსაზღვრა.
- უსასყიდლოდ საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ან ფულადი სახსრების გადაცემის დაბეგვრა მოგების გადასახადის ესტონურ მოდელის მიხედვით (მათ შორის, რეკლამის მიზნით);
- საქონლის/მომსახურების უსასყიდლო მიწოდების დაბეგვრა და ჩათვლა დამატებული ღირებულების გადასახადში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად (მათ შორის, მცირე ღირებულების საჩუქარი, ნიმუში);
- დაქირავებული და არადაქირავებული ფიზიკური (მათ შორის, დამფუძნებელი)/იურიდიული პირისათვის უსასყიდლოდ საქონლის/მომსახურების მიწოდება;
- არარეზიდენტი პირებისათვის უსასყიდლოდ მიწოდება.
ბიზნესის დამფუძნებლები, დირექტორები, ბიზნეს პარტნიორები, ფინანსური მენეჯერები და სხვა დაინტერესებული პირები.