რას გთავაზობთ

დაბეგვრის სპეციფიკური საკითხები და შეღავათიანი რეჟიმები საგადასახადო სისტემაში

  • ტრენინგის მიზანია ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის  მოგების და დღგ-ის გადასახადებით დაბეგვრის ვალდებულებების შეფასება საბაზრო ღირებულებიდან გამომდინარე და მოსალოდნელი საგადასახადო რისკების დადგენა;
  • ასევე, პირებს შორის უსასყიდლოდ საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების გადასახადებით დაბეგვრის შედეგებისა და მოსალოდნელი საგადასახადო რისკების შეფასება-განსაზღვრა;
  • საგადასახადო დაბეგვრის სხვადასხვა შეღავათიანი რეჟიმის შესახებ სტატუსის მინიჭების პირობების და საგადასახადო ვალდებულებების (მათ შორის, დეკლარაციების წარდგენის) განსაზღვრა;

საგადასახადო დაბეგვრის სპეციფიკური საკითხები ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის:

  • ვინ ითვლება ურთიერთდამოკიდებულ პირებად საგადასახადო დაბეგვრის მიზნებისათვის;
  • ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის ფასის განსაზღვრის პრინციპები;
  • მოგების გადასახადის მიზნებისათვის (ესტონური მოდელი) ურთიერთადამოკიდებულ პირებს შორის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების დაბეგვრის საკითხები; 
  • დღგ-ის მიზნებისათვის ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციების განსაზღვრის პრინციპები.

საგადასახადო დაბეგვრის საკითხები უსასყიდლოდ საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დროს (მათ შორის, ჩუქება):

  • უსასყიდლოდ საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ან ფულადი სახსრების გადაცემის დაბეგვრა მოგების გადასახადის ესტონურ მოდელის მიხედვით (მათ შორის, რეკლამის მიზნით);
  • საქონლის/მომსახურების უსასყიდლო მიწოდების დაბეგვრა და ჩათვლა დამატებული ღირებულების გადასახადში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად (მათ შორის, მცირე ღირებულების საჩუქარი, ნიმუში);
  • დაქირავებული და არადაქირავებული ფიზიკური (მათ შორის, დამფუძნებელი)/იურიდიული პირისათვის უსასყიდლოდ საქონლის/მომსახურების მიწოდება; 
  • არარეზიდენტი პირებისათვის უსასყიდლოდ მიწოდება.

საგადასახადო დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმები:

  • საერთაშორისო კომპანია;
  • ვირტუალური ზონის იურიდიული პირი/ მეთოდური მითითება ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე;
  • სპეციალური სავაჭრო კომპანია;
  • სპეციალური საწარმო;
  • თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმო;
  • სპეციალური სავაჭრო ზონა/ბაზრობის ორგანიზება;
  • ტურისტული საწარმო;
  • დამფუძნებლები  და ბიზნესპარტნიორები;
  • საგადასახადო დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმებით დაინტერესებული პირები;